in

ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს იწყებს ოპერირებას

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 30 სექტემბრის 15:00 საათიდან იწყებს ოპერირებას.

თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აჭღურვილი. პლაზის მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტული გარემო შოპინგისათვის, სადაც „ერთი გაჩერების პრინციპით“ შეეძლება ყველა სასურველი ნივთის შეძენა. სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა. თბილისის ზღვის პლაზაში ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზა მომხმარებლებს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. მხოლოდ თბილისის ზღვის პლაზის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ გრანდიოზულ ქეშბექ აქციაში, დახარჯონ მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნონ გარანტირებული თანხა 200 ლარამდე. გარდა ამისა, ითვალისწინებს რა პლაზის ადგილმდებარეობას, ჰუალინგ ჯგუფი ყველა მომხმარებელს კომფორტული ტაქსებით მგზავრობის შესაძლებლობას სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს დარეკავს ნომერზე: 2 900 009, შეძლებს იბერის ტაქსებით სრულიად უფასოდ იმგზავროს თბილისის ზღვის პლაზამდე. გარდა ამისა, გახსნის დღეებში სამგორისა და სადგურის მოედნის მეტროებიდან თბილისის ზღვამდე წრიულად იმოძრავებს ავტობუსები, რომლებიც ასევე სრულიად უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს. თბილისის ზღვის პლაზა არც თავის პატარა მომხმარებლებს არ ივიწყებს. სპეციალურად ბავშვებისთვის თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს გრანდიოზულ გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბავშვებს სხვადასხვა თემატიკით დატვირთული ექვსი გასართობი ზონა დახვდებათ.

ჰუალინგ ჯგუფი

 „ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციასა და საქართველოში უმსხვილეს ინვერსტორს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა, კვების მრეწველობა და სხვა. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში ფლობს სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკს“, ხოლო ჩინეთში – სხვა ფინანსურ აქტივებს.

  • „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩინეთში ოთხი დიდი საბითუმო ბაზრის პროექტი განახორციელა. ესენია: „ჰუალინგის ურუმჩის კომპლექსური საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის სამხრეთ სინძიანის საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის საიუველირო ნაწარმისა და ნეფრიტის ნაკეთობების საერთაშორისო ქალაქი“ და „ჰუალინგის ბაზრის სამშენებლო მასალების საექსპორტო ბაზა“. ამ ოთხი კომპლექსური ბაზრის საერთო კომერციული ფართობი 2.2 მილიონ მ2-ს აჭარბებს, ფუნქციონირებს 22 ათასზე მეტი საწარმო ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან. ვიზიტორთა საშუალო დღიური რაოდენობა 100 ათასს ადამიანს აჭარბებს. ზემოთხსენებული ბაზრები ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში კომპლექსური საქონლის უმსხვილეს ბაზრებს წარმოადგენენ.
  • 2007 წლიდან მოყოლებული „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა შემდეგ პროექტებში: „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ (“ISEZ”), „ბაზისბანკი“, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხე-ტყის დამუშავება-დამზადება, მინერალური რესურსების ძიება-ათვისება და სხვა. „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკის ზონის“ ფარგლებში ფუნქციონირებს კომპლექსური სავაჭრო პლაზა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ და კომერციული უძრავი ქონების პროექტი.
  • 2012 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ ბაზის ბანკის აქციების 90% შეისყიდა, რაც ჩინეთის კერძო კორპორაციის მიერ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კომერციული ბანკის შესყიდვის პირველი პრეცედენტი გახდა, რომელიც 2012 წელს ჰონგ-კონგში ჩატარებულ ჩინეთის საზღვარგარეთული ინვესტიციების რიგით მეორე ყოველწლიურ სამიტზე შევიდა წლის შვიდ საუკეთესო საზღვარგარეთულ საინვესტიციო პროექტში. ეს ტრანსაქცია ჩინეთის კერძო კორპორაციასა და საზღვარგარეთის კომერციულ ბანკს შორის შერწყმისა და შესყიდვის (M&A) პირველი პრეცენდენტი გახდა. „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვის შემდგომ ბაზის ბანკი სტაბილურად ვითარდება, აქტივების მასშტაბი და რენტაბელობა საგრძნობლად იზრდება.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ „ჰუალინგ ჯგუფის“ ვებ-გვერდს: www.hualing.ge

 [R] 

ციფრული პროდუქტების გურუ – გაბრიელ ჯორდანი თბილისში!

აზროვნების აკადემია “ლეტერატო”-ს პრეზენტაცია 29 სექტემბერს გაიმართა