in

რა დადებითი ეფექტი აქვს ორგანიზმზე მოწევისთვის თავის დანებებას?

“მოწევა კლავს” – ალბათ რთულად თუ მოიძებნება ისეთი სიგარეტი, რომელსაც ყუთზე ეს წარწერა არ აქვს. საზოგადოებაში საკმაოდ გაღვივებულია ცნობიერება იმის შესახებ, რომ მოწევა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, თუმცა, სიგარეტზე დამოკიდებულებასთან გამკლავება მომხმარებლებისთვის არც ისე მარტივია. რეალურად კი, ის მართლაც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. თუმცა, მის ეფექტს ორ და სამ დღეში ვერ ვხედავთ, ის დროთა განმავლობაში ვლინდება.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიით გიამბოთ იმ სიკეთეების შესახებ, რაც მოწევისთვის თავის დანებებას მოაქვს ორგანიზმისთვის. ქვემოთ იხილავთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეტაპებს:

მოწევისთვის თავის დანებებიდან 20 წუთში – უმჯობესდება გულისცემა და არტერიული წნევა.

რამდენიმე დღის შემდეგ – უმჯობესდება ნახშირორჟანგის დონე თქვენს სისხლში.

2 კვირიდან 3 თვემდე – უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფილტვების ფუნქციონირება.

1-დან 12 თვემდე – ხველა და ქოშინი მცირდება. თმის მსგავსი პატარა სტრუქტურები (ე.წ. cilia), რომლებიც ლორწოს გამოყოფენ ფილტვებიდან, იწყებენ ნორმალურ ფუნქციონირებას, იზრდება მათი უნარი, გაუმკლავდნენ ლორწოს, გაწმინდონ ფილტვები და ამცირებენ ინფექციის რისკს.

1-დან 2 წლამდე – ინფარქტის რისკი მკვეთრად მცირდება.

5-დან 10 წლამდე – პირის ღრუს, ყელის და ხორხის კიბოს რისკი განახევრებულია. თქვენი ინსულტის რისკი მცირდება.

10 წელში – მცირდება ფილტვის, შარდის ბუშტის, საყლაპავის და თირკმლის კიბოს რისკი.

ეს მხოლოდ რამდენიმე პუნქტია, თუმცა, არსებობს სხვა დადებითი ეფექტებიც: მოწევის შეწყვეტა ამცირებს სხვა კიბოების რისკს დროთა განმავლობაში, მათ შორის კუჭის, პანკრეასის, ღვიძლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის, აგრეთვე მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) კიბოს.

თავის დანებება ასევე ამცირებს დიაბეტის რისკს, ხელს უწყობს სისხლძარღვების უკეთ მუშაობას და ხელს უწყობს გულსა და ფილტვებს. სრულიად შესაძლებელია, მოწევისთვის თავის დანებებით თქვენს სიცოცხლეს 10 წელი შემატოთ.

არის კიდევ რაიმე, რასაც მოწევისთვის თავის დანებება აუმჯობესებს?

თამბაქოსთვის თავის დანებებას კიდევ ბევრი სარგებელი აქვს და ზოგიც მყისვე, ზოგი კი – დროთა განმავლობაში ვლინდება, ესენია:

  • საკვებს უკეთესი გემო აქვს.
  • სურნელს უკეთ შეიგრძნობთ.
  • თქვენს სუნთქვას, თმასა და ტანსაცმელს უკეთესი სურნელი აქვს.
  • თქვენი კბილები და თითების ფრჩხილები აღარ ყვითლდება.
  • სუნთქვა გვიძლიერდება და ფიზიკური დატვირთვის დროს აღარ ქოშინებთ.
  • მოწევის გამო ხშირად გარეთ გასვლა აღარ გიწევთ.

თამბაქოსთვის თავის დანებება ასევე ხელს უშლის თამბაქოს მავნე ზემოქმედებას თქვენს გარეგნობაზე, კანის ნაადრევი ნაოჭების, ღრძილების დაავადების და კბილების დაკარგვის ჩათვლით.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

გაიცანი ქართველი YouTube-ერები! – საქართველოს ბანკის დოკუმენტური ვიდეო

როგორ გახდა ყველა ბავშვი მეცნიერი! Atom Kids-ის რეალური ექსპერიმენტები სამყაროს შემეცნებისთვის