წარმოიდგინეთ, რომ გრძელი დღის შემდეგ, ცივ საღამოს, სახლში შედიხართ და სითბო არა მხოლოდ კომფორტულ ტემპერატურას ქმნის, არამედ თითქოს ზუსტად ეხმიანება თქვენი სხეულის და სულის მდგომარეობას. რაში მდგომარეობს საიდუმლო და როგორ მივიღოთ ეს კომფორტი? პასუხი სწორად შერჩეული გათბობის სისტემაა.
გიფიქრიათ თუ არა, რომ ჩვენი დროის დაახლოებით 90%-ს დახურულ სივრცეში ვატარებთ?! ეჭვგარეშეა, რომ გარემო შინაგან მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გარემოს აღქმაში სამი ძირითადი შეგრძნება მონაწილეობს — მხედველობა, შეხება და ყნოსვა. გათბობის სისტემას შეუძლია ეს სამივე ელემენტი განსაზღვროს — იყოს ვიზუალურად მიმზიდველი (მხედველობა), ქმნიდეს იდეალურ ტემპერატურას (შეგრძნება) და სიჯანსაღის ხარჯზე, იყოს სუფთა ჰაერი ოთახში (ყნოსვა).
რადიატორის როლი კომფორტში – ჯანსაღი კლიმატი თქვენს სახლში
ზუსტად რა არის ჯანსაღი კლიმატი და რას მივაქციოთ ყურადღება რადიატორის შერჩევისას? თუ ვიზუალი მოგვწონს და იდეალურად ინტეგრირდება ინტერიერის კონცეფციაში, რა არის ის, რაც დამატებით აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ?
დავიწყოთ იქიდან, რომ რადიატორის მთავარ დანიშნულებად, რა თქმა უნდა, ეფექტური გათბობა რჩება. სიმყუდროვეს და კომფორტს სახლში ქმნის თანაბრად გადანაწილებული სითბო, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ისე, რომ ჰაერი არ იყოს ზედმეტად მშრალი. გარდა ჰაერისა, რადიატორმა შეიძლება კედლებიც გამოაშროს, გააშავოს და, საბოლოო ჯამში, დააზიანოს ინტერიერი.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმ როლისა, რასაც რადიატორი ინტერიერის დიზაინში თამაშობს, მისი შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ შიგთავსი, ანუ რა ტექნოლოგიით არის ის დამზადებული.
გერმანულმა ბრენდმა, Zehnder – მა შეიმუშავა უნიკალური ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც რადიატორის ლაზერული მეთოდით შედუღება ხდება. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, რადიატორის შიგთავსი არის იდეალურად სუფთა, მეტალის დამწვარი ნაწილაკების გარეშე. ეს უზრუნველყოფს სითბოს გადანაწილებას თანაბრად, როგორც რადიატორში, ისე — ოთახში. ეს ტექნოლოგია ქმნის სტაბილურობას, სანდოობას, ხარისხს და უსაფრთხოებას. არაერთმა ბრენდმა სცადა მისი დაკოპირება, თუმცა, ეგრეთ წოდებული “know-how” Zehnder – ის ბრენდს რჩება.
ხშირად, გათბობის სისტემის მიერ გამოწვეული მშრალი ჰაერის დასაბალანსებლად იყენებენ ჰაერის დამატენიანებელს, თუმცა, ზენდერის ტექნოლოგიით დამზადებულ რადიატორს დამატებითი მანიპულაცია არ ჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ზენდერის რადიატორი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის, მას ხშირად შეხვდებით ევროპის წამყვან კლინიკებში ან თუნდაც საბავშვო ბაღებში.
ამ განსხვავებების შემჩნევა შეუიარაღებელი თვალისთვის შეუძლებელია და ამიტომ მომხმარებელი ხშირად შედის შეცდომაში და ფიქრობს, რომ ერთნაირი ვიზუალის მქონე რადიატორები მსგავს თბოეფექტურობასა თუ ჯანსაღ გარემოს გვაძლევს. თუმცა, შედარებით დაბალხარისხიანი, თანამედროვე ბრენდების გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგ, მათი ნაკლოვანებები მალევე გამოვლინდება ხოლმე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რადიატორის სწორად შერჩევა და გრძელვადიან ინვესტიციაზე გათვლა.
Zehnder – თბოეფექტურობა – ხანგრძლივი ინვესტიცია
არათანაბრად გადანაწილებული კლიმატი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც სიმყუდროვეს არღვევს სივრცეში. როგორც წესი, რადიატორში სითბო ნაწილდება ზედა მხარეს (თბილი ჰაერი ბუნებრივად ადის ზემოთ, რადგან ის უფრო მსუბუქია, ვიდრე გრილი ჰაერი). მიუხედავად იმისა, რომ Zehnder მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს ზომის და ფორმის კუთხით, ამ ბრენდის რადიატორის შეხებისას გვხვდება თანაბარი ტემპერატურა ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად, გათბობის სისტემას არ აქვს თბოდანაკარგი, ქვაბი არ მუშაობს დატვირთულ რეჟიმში, და რადიატორი არის თბოეფექტური.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დიზაინის და ხარისხის კუთხით სწორად შერჩეული რადიატორი ცხოვრებისეული ინვესტიციაა და მისი შეცვლა მრავალი წლის მანძილზე არ დაგვჭირდება, მაშინ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ თბოეფექტურობა, ხანგრძლივ პერსპექტივაში, მნიშვნელოვან დანაზოგს გაგვიკეთებს.
რადიატორის როლი დიზაინში
გასულ საუკუნეებში, რადიატორს მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ როდესაც არქიტექტურამ და ინტერიერის დიზაინმა ფუნქციურობის და ესთეტიკურობის შერწყმა დაიწყო, გათბობის სისტემაც დაიხვეწა.
დღეს თანამედროვე რადიატორი ხელოვნების და ინჟინერიის ჰარმონიული შერწყმაა. მინიმალისტური, ვერტიკალური დიზაინიდან დაწყებული, კრეატიული ნიმუშებით გაგრძელებული, ისინი აჩვენებს, თუ რამდენად შორს ვართ მათი მოკრძალებული, ფუნქციონალური საწყისებიდან.
ბრენდი, რომელმაც მსოფლიოში თამამი განაცხადი გააკეთა ამ ინდუსტრიაში იყო Zehnder. მან პირველმა ჩამოასხა ფოლადის სექციური რადიატორები, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურად თბება, არამედ ერწყმის ინტერიერს და ქმნის დიზაინერულ ფოკუსს. სითბოს გადანაწილების უნიკალური ტექნოლოგიის, ეკოლოგიური ფაქტორების, ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტების საფუძველზე, ზენდერი ტრენდის განმსაზღვრელი გახდა ბაზარზე და გათბობის სისტემაში შეცვალა მომავლის ხედვა.
Charlestone – სტილის და კომფორტის სინთეზი
ზენდერის ბრენდის ისტორია 130 წლის წინ დაიწყო. კომპანიის პირველი რევოლუციური პროდუქტი გათბობა-გაგრილების სისტემაში იყო “ჩარლსტონის რადიატორი”, რომელიც გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება გამათბობელი იყოს ერთდროულად ეფექტური და ესთეტიკურად სასიამოვნო.
ზენდერის ბრენდის ყველაზე პოპულარული პროდუქცია რადიატორებში არის Charlstone. ამ კოლექციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ერგება ნებისმიერ დიზაინერულ მოთხოვნას – სტანდარტული ზომების გარდა, ხელმისაწვმდომია 3 მეტრის სიმაღლის რადიატორიც და ასევე, შესაძლებელია ზომის და ფორმის არასტანდარტულ დიზაინზე მორგება. Charlstone – ის კოლექცია გვთავაზობს მოხრილ და ასიმეტრიულ ფორმებს მრავალფეროვან ფერთა პალიტრაში.
Technoline – ჩარლსტონის რადიატორის უნიკალური ფერია, რომელიც ქმნის გამორჩეულ სტილს და ინტერიერს განსაკუთრებულ შტრიხს მატებს. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ფოლადის რადიატორს შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი ფერი, ის არ არის შეღებილი, არამედ მხოლოდ ლაქირებული.
დღესდღეობით, Zehnder მსოფლიო ბაზარს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: დიზაინერული სექციური რადიატორები, საშრობები, სავენტილაციო გაგრილება-გათბობის სისტემები და მაკომპლექტებელი დეტალები. ყველა პროდუქციის წარმოება, ისევე, როგორც დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვება, სრულად გერმანიაში ხდება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პროდუქცია 100%-ით დამზადებულია გერმანიაში.
საქართველოში ზენდერის ექსკლუზიური პარტნიორია ბელ მეზონი. 𝐁𝐞𝐥𝐥𝐞 𝐌𝐚𝐢𝐬𝐨𝐧 – ისა და 𝐙𝐞𝐡𝐧𝐝𝐞𝐫 – ის თანამშრომლობა უკვე 14 წელია წარმატებით გრძელდება. გერმანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური შოურუმი საქართველოში სწორედ ბელ მეზონშია წარმოდგენილი, სადაც გამოცდილი პროექტ მენეჯერები სრულყოფილ კონსულტაციას გაგიწევენ გათბობის სისტემის სწორად დაგეგმვაში და რადიატორის, ტექნიკური კუთხით, სწორად შერჩევაში.
მიმდინარედ ბელ მეზონში Charleston Technoline-ის კოლექციაზე წარმოდგენილია 15%-იანი ფასდაკლება.
სახლში თუ შინ?
დავუბრუნდეთ ჩვენს ცივ საღამოს, როცა სახლში შევედით და გვინდა თავი არა მხოლოდ “სახლში,” არამედ “შინ” ვიგრძნოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ გათბობის სისტემა ქმნის როგორც გარემოს, ისე — ჩვენს შინაგან განწყობას, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმას, რასაც ჩვენ სახლს ვეძახით, სწორად შერჩეული რადიატორი ქმნის.
[პარტნიორის კონტენტი]