in

„ჰელსი ლუქი“ – ჰარმონიული ცხოვრების ახალი გამოცდილება თბილისში

„საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა არ შეიძლება ეყრდნობოდეს არანაირ სტანდარტს. ის უნიკალური გამოცდილება უნდა იყოს.“

ელენე ქოიავა

თუკი იმას აკეთებ, რაც გიყვარს, მუშაობა ძალას გმატებს. ფიქრები იმაზე, რომ ადამიანებისთვის ღირებულებას ქმნი, ენთუზიაზმითა და ენერგიით გავსებს. სწორედ ასეთია ელენე ქოიავას შემთხვევაც. როდესაც ის დედასთან, ნინო კობაიძესთან ერთად, ესთეტიკურ კლინიკა „ჰელსი ლუქს“ ქმნიდა, სურდა ადამიანებისთვის საკუთარ თავზე ზრუნვისა და სიყვარულის მაგალითი მიეცა, სილამაზის სრულიად ინდივიდუალური გაგებით.

„რაც თავი მახსოვს, გარეგნობაზე ზრუნვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ყოველდღიურ რუტინაში. თანამედროვე სამყარო ხშირად აწესებს სილამაზის სტანდარტებს. სამწუხაროდ, მის ტყვეობაში უამრავი ადამიანი ხვდება. არადა, იყო ლამაზი, ნიშნავს იყო ნამდვილი,“ – გვიამბობს ელენე ქოიავა.

დღეს, „ჰელსი ლუქი“ ვიზიტორებს თბილისში, ჟიული შარტავას #39-ში მასპინძლობს და მათთვის ჰარმონიული ცხოვრების ახალ გამოცდილებას ქმნის. ყველაფერი კი ჯანმრთელობის პრობლემით დაიწყო, რომელმაც ხანგრძლივი ძიების შემდეგ, დედა-შვილი ესთეტიკური კლინიკის ახლებურ კონცეფციამდე მიიყვანა.

M: როგორც ვიცით, ესთეტიკური კლინიკის გახსნა ოჯახური საქმიანობაა. გვიამბეთ იმ გარემოებაზე, რამაც „ჰელსი ლუქის“ ჩამოყალიბებამდე მიგიყვანათ…

დაახლოებით 5 წლის წინ, მე და დედას დაგვეწყო გარკვეული სახის პრობლემა, რომელსაც როზაცეა ჰქვია. ეს გახლავთ სახის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სიწითლე და კანის ზედაპირზე გამოხატული კაპილარები ახასიათებს. წლების განმავლობაში, არაერთ სპეციალისტთან, კლინიკასთან თუ ესთეტიკურ ცენტრთან გვქონდა შეხება საქართველოშიც და უცხოეთში, თუმცა ხშირად, სერვისი და მკურნალობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა. მუდმივ ძიებაში ვიყავით და საბოლოოდ, ამ ორი მიმართულების ერთ სივრცეში იდეალურად შერწყმა გადავწყვიტეთ. სწორედ ნამდვილი სილამაზის, ავთენტური მშვენიერების მხარდასაჭერად და საკუთარი გარეგნობის, საკუთარი პიროვნების ბოლომდე მიღების წასახალისებლად დავიწყეთ და მივყვებით ამ საქმეს.

 M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

ნინო კობაიძე

11 წლის განმავლობაში ინგლისში ვცხოვრობდი. იქ დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რა სერვისი და სტანდარტები უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, საუკეთესო შედეგების მისაღებად. ამას დაერთო ჩემი და დედაჩემის პირადი გამოცდილება ესთეტიკური მიმართულებით. დედა სულ ამბობდა, რომ კეთილსინდისიერება პასუხისმგებლობა და ღიაობა უმთავრესია ნებისმიერი საქმიანობის წარმატებისთვის. ზუსტად ამ ღირებულებებებზე დაყრდნობით შევქმენით ერთი დიდი პროექტი, რომელსაც „ჰელსი ლუქი“ ჰქვია.

M: რას მოიცავს „ჰელსი ლუქის“, როგორც პრემიუმ კლასის ესთეთიკური კლინიკის კონცეფცია?

ჩვენ არ ვკმაყოფილდებით უმაღლესი ხარისხის ესთეტიკური სერვისების შეთავაზებით. HEALTHY LOOK-ში თქვენ დაგხვდებათ კეთილგანწყობილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გამორჩეულად იზრუნებს, რათა ჩვენთან სტუმრობის შემდეგ, არამხოლოდ უფრო ლამაზად, უფრო ბედნიერადაც იგრძნოთ თავი.

M: საქართველოში ესთეტიკური ინდუსტრიის აქტიურად განვითარების ფონზე, რა გამოარჩევს თქვენს კლინიკას?

ჩვენი იდეაა ჰარმონიული ცხოვრების ახალი გამოცდილების შექმნა. გარდა იმისა, რომ სრულყოფილი ესთეტიკური სერვისებისა და თავის მოვლის კულტურის წახალისებას ვუწყობთ ხელს, ვცდილობთ ყოველივე ეს უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მორგებული სერვისის შექმნა. ჩვენი პერსონალური პაკეტები სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ და სხეულისა კორექციის მომსახურებებს მოიცავს. „ჰელსი ლუქში“ მომხმარებლებს კვალიფიციური ექიმები, მაღალი ხარისხი, მყუდრო ატმოსფერო და დახვეწილი ინტერიერი ელით.

M: გვიამბეთ გუნდზე – ვის აერთიანებს ესთეტიკური კლინიკის გუნდი და რა სფეროებს მოიცავს მათი კომპეტენცია?

მართლაც, „ჰელსი ლუქის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა ის ადამიანებია, რომლებიც მას ქმნიან. გუნდის დაკომპლექტებისას ძალიან დიდი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ.

დღეს კი სიამაყით ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდი შედგება ქალაქის საუკეთესო, პროფესიონალი ექიმებისგან, რომლებიც ჩართულები არიან საკუთარი თავისა და კლინიკის მუდმივი განვითარების პროცესებში. ამ სფეროში კი, მუდმივი განვითარება და პროგრესი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

  • ნუტრიციოლოგია
  • დერმატოლოგია
  • დერმატო – კოსმეტოლოგია
  • ინექციური დერმატოლოგია
  • კოსმეტოლოგია
  • LPG პროცედურები
  • სპა პროცედურები
  • პრესოთერაპია
  • ალექსანდრიტის ლაზერი
  • IPL-ის პროცედურები
  • ცივი და ცხელი პლაზმა
  • პირველად საქართველოში, Lucrece-ის სახის მოვლის პროდუქცია.

M: ესთეტიკურ კლინიკებში დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატურულ უზრუნველყოფასა და პროდუქციის ხარისხს – გვიამბეთ, როგორ არის ეს მიმართულება უზრუნველყოფილი?

რასაკვირველია, ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ. სწორედ ამიტომ, „ჰელსი ლუქი“ უახლესი თაობის წამყვანი ბრენდების საუკეთესო აპარატურითაა აღჭურვილი. ჩვენი ესთეტიკური კლინიკა მკურნალობის მრავალფეროვან მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: 

  • LPG Alliance Medical
  • Deka Again, რომელიც 2022 წლის გრან პრის მფლობელია, როგორც საუკეთესო ალექსანდრიტის ლაზერი მსოფლიოში
  • Deka Again – ND-Yag
  • Deka – IPL
  • Plasmage by Brera
  • Regen Lab – ცენტრიფუგა
  • Lucrece – პრემიუმ კლასის ამერიკული ბრენდი, სახის მოვლისთვის

M: როგორ გეგმავთ ესთეტიკური კლინიკის სამომავლო განვითარებას?

მუდმივად ძიების პროცესში ვართ. კიდევ უფრო მეტი სიახლე გვინდა დავნერგოთ, მკურნალობისა თუ მომსახურების თვალსაზრისით და მომხმარებლებს შევთავაზოთ. ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია გითხრათ – ჩვენი ფასეულობები არასდროს შეიცვლება.

[R]

ჯეიმს ვების ტელესკოპმა თავისთვის ყველაზე პატარა ასტეროიდი აღმოაჩინა

უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო