თანამედროვე მედიცინისთვის ორგანოების გადანერგვა სიცოცხლის კიდევ ერთ შანსს ნიშნავს, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა თავად დონორებისთვის ეს დასასრულს ნიშნავს. ამ დროს კი დონორობაზე თანხმობა ლეგალურად ნათესავმა უნდა გასცეს 36 საათში, ეს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა ოჯახები იმდენად დამწუხრებულები არიან, რომ ხშირად უარს ამბობენ. დიდი გამოწვევაა რწმენაც, რომ სხეული გარდაცვალების შემდეგ ხელუხლებელი უნდა დარჩეს…
ასე კი გამოდის, რომ დონორის სურვილებს ეწინააღმდეგებიან, რომლებმაც თავად მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ ამის შესაცვლელად შექმნა Publicis Groupe Taiwan-მა Hear My Last Wish პლატფორმა — ორგანოების პოტენციურ დონორებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ბოლო სურვილები საყვარელ ადამიანებს გაუზიარონ. ხმოვანი ჩანაწერი იქნება, რომლითაც ფიქრობენ, რომ „სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ხიდს გაავლებენ“… თითოეული ჩანაწერი ტაივანის National Health Insurance Database-ში შეინახება და გამოიყენება ოჯახის წევრებთან კომუნიკასიითვის იმ გადამწყვეტ 36 საათში, როცა მათგან თანხმობის მიღებაა საჭირო.
ამ პლატფორმის საზოგადოებისთვის გასაცნობად, სააგენტო მოკლე ფილმსაც გვთავაზობს, რომელშიც ტაივანელი მსახიობი ერთ-ერთი დონორის ოჯახის ემოციურ მდგომარეობას აღწერს. ჩანაწერი შემდგომი ფრაზით იწყება: „მამა, მე ვარ, ვიმედოვნებ, რომ არასდროს მოისმენ ამას, მაგრამ…“. აქვე ნახავთ, ორ პაციენტს, რომლებმაც სხვისი დონაციის დახმარებით შეძლეს სიცოცხლის გაგრძელება:
„ეს ძალიან პერსონალური ხმოვანი ჩანაწერი ტაივანში ორგანოების დონაციის ყველაზე დიდ გამოწვევას უმკლავდება — ოჯახის თანხმობას. Hear My Last Wish იმისთვისაა შექმნილი, რომ ოჯახებს ამ რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს და თანხმობის შემთხვევაში თავი კარგად აგრძნობინოს. იგი იყენებს შემოქმედებითობას, რომელიც პატივს მიაგებს კულტურულ მგრძნობელობას, რათა გარდაქმნას დამკვიდრებული სისტემა და უბიძგოს ქცევის ცვლილებას“, — აცხადებს კევინ იანგი, Leo Burnett Taiwan-ის CEO.
ვიდეო გვარწმუნებს, რომ Leo Burnett-მა Hear My Last Wish-ის შექმნით ბიზნესის პრობლემისთვის შემოქმედებითი გამოსავალი იპოვა. თუმცა მანამდე ადამიანები დონაციის საკითხზე სხვაგვარად რომ დაეფიქრებინათ, Publicis Groupe Taiwan, Taiwan Organ Sharing Registry, Patient Autonomy Promotion Centre და Taiwan Ministry of Health and Welfare გაერთიანდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ Hear My Last Wish უკვე დანერგეს ტაივანის მთავარ კლინიკებში…