სამსუნგმა და სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-მა სამსუნგის გაჯეთების ახალი ფუნქციის – ყრუ-მუნჯთა ვიდეოკონფერენციის მხარდასაჭერად შთამბეჭდავი პროექტი წამოიწყეს.
სააგენტოს კოლექტივმა თურქ ახალგაზრდას, რომელსაც სმენასთან პრობლემები აქვს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა. ბიჭის გახარება ძალიან მარტივი აღმოჩნდა, საჭირო იყო მხოლოდ იმ ადამიანების გარემოცვა, რომლებმაც ჟესტების ენა იციან.
დილით სტამბულში მცხოვრები მუხამედი სასეირნოდ გავიდა. დღე კი ძალიან განსაკუთრებული აღმოჩნდა. მის გარშემო ყველა გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა. როგორც გაირკვა სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-ის თხოვნით მუხამედის ქუჩაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა ჟესტების ენა ისწავლა.