“British Heart Foundation”-ი, რომელიც გულის დაავადებებს იკვლევს სარეკლამო სააგენტო “DLKW Low”-ს სარეკლამო რგოლი დაუკვეთა. რგოლის მთავარი სამიზნე აუდიტორიის ის ადამიანები არიან, რომლებიც გულის დაავადებებს ყურადღებას არ აქცევენ.
ვიდეოს მთავარი გმირი პატარა ბიჭია. ბავშვი გაკვეთილზე უეცრად მამას ხედავს, რომელიც შვილს ემშვიდობება და ეუბნება, რომ ვეღარასდროს ნახავს. ბავშვი ვერაფერს ვერ ხვდება. ყველაფერი ვიდეოს ფინალში ირკვევა, სადაც ბიჭს დირექტორი იბარებს და ეუბნება, რომ მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.










