in

“Nikon”-მა ძაღლების ფოტოაპარატი გამოუშვა

ფოტოაპარატების მწარმოებელმა ბრენდმა “Nikon”-მა სპეციალურად ძაღლებისთვის ფოტოაპარატი წარმოადგინა.

ფოტოაპარატი “Heartography” ძაღლის გულისცემას აკვირდება და აჩქარების მომენტიდან ფოტოების გადაღებას იწყებს. დევაისი ჩვეულებრივი ფოტოაპარატისგან შედგება, რომელიც სპეციალურ ელასტიურ სამაგრზეა დამაგრებული. ამ სამაგრზე დამატებით სენსორები და Bluetooth მოწყობილობაა მოთავსებული.

მოწყობილობას ძაღლების შესასწავლად გამოიყენებენ. ფოტოაპარატის დახმარებით გადაიღებენ იმას, რის გამოც ძაღლის გულისცემა იზრდება და ამ ხერხით დაადგენენ, თუ რის მიმართ არის ძაღლი ყველაზე ემოციური.

 

ანიმაციური შეფ-მზარეული, რომელიც საჭმელს პირდაპირ თეფშზე მოგიმზადებთ

“Lenovo”-ს ახალი სახე