in

Heatbox – კონტეინერი, რომელიც საკვებს ორთქლზე ათბობს

მოწყობილობა IOS/Android აპის მეშვეობით იმართება

ცხელი ლანჩის მირთმევა ყველასათვის სასიამოვნო პროცესია, თუმცა ყოველთვის არ გვაქვს ამის შესაძლებლობა… მაგალითად, როცა ღია სივრცეში ვიმყოფებით, რადგან აქ ნამდვილად რთულია მიკროტალღური ღუმელის მოძებნა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება ჰოლანდიური დიზაინის Heatbox, რომელიც საჭმლის ორთქლზე გასათბობად ინტეგრირებულ ელემენტებს იყენებს.

მოწყობილობა საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია – საჭიროა 20 მლ. წყლის ჩასხმა უჟანგავი ფოლადის კონტეინერში, სადაც საკვები სრულიად დაცულია წყლის გაჟონვისგან. საჭმელი კი ზედმეტი გამოშრობის გარეშე, ორთქლით თბება, რასაც 8-დან 12 წუთამდე დრო სჭირდება.

IOS/Android აპის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეარჩიონ დაბალი, საშუალო და მაღალი გათბობის პროგრამები, იმის მიხედვით, თუ რა სახის და რაოდენობის საკვებს ათბობენ.

მძიმე მეტალით თქმული მიმოხილვა – Lenovo-ს ახალ ლეპტოპზე ბენდი, Iron Savages გვიმღერის

Apple ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნაზე მუშაობს