დათვები, მისტერ და მისის ბეარები, უკვე მესამე წელია, საშობაოდ, ჰითროუს აეროპორტის რეკლამაში გვხვდებიან. ამჯერად, წყვილი ფლორიდაში იმყოფება და საახალწლო სამზადისშია. თუმცა, ყველაფერი სურვილისამებრ მაინც არ მიდის. დორის და ედვარდ ბეარები ლონდონში, ოჯახთან დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებენ. ასე ხვდებიან კვლავ ჰითროუს აეროპორტში, იქ, სადაც 50 წლის წინ, დაიწყო მათი რომანი. სიუჟეტი პოლ იონგის 80-იანების სიმღერის ფონზე ვითარდება: Every Time You Go Away. რეკლამაზე სააგენტომ Havas იმუშავა.











