in

ოპერატორები დამოუკიდებელი 5G-ის განვითარებაზე ზრუნავენ

M2

5G-სთან დაკავშირებული რბოლა გრძელდება — ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო მეტ პოტენციალს გვთავაზობენ ინოვაციებისა და მოწინავე სერვისებისთვის. ინდუსტრიის ტენდენციების უკეთ გასაგებად, Heavy Reading-მა 2024 წლის კვლევა ჩაატარა, სახელწოდებით Powering 5G SA Networks. მიზანი კი მობილური ქსელის ოპერატორების (MNO) გლობალური სტრატეგიების დადგენა იყო.

რამდენიმე წლის წინ 5G დამოუკიდებლად ვერ მუშაობდა სხვა ქსელების გარეშე, როგორიცაა 4G. ახლა კი უახლესი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, საკომუნიკაციო სერვისის პროვაიდერებს საშუალება აქვთ, ქსელის კომპონენტების გაუმჯობესებაზე იზრუნონ. შესაბამისად, 5G-ზე ორიენტირებული კომპანიები აქტიურად ქმნიან ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

როგორც კვლევაში იკვეთება, ამგვარი განვითარების ფონზე, უამრავი წამყვანი კომპანია ცდილობს, მეტი ინვესტიცია ჩადოს 5G-ის მიმართულებით. ამასთანავე, ეს გზას უხსნის მომავალს, რომელიც სავსეა ინოვაციური სერვისებითა და აპლიკაციებით. თითოეული მათგანი რევოლუციური იქნება ჩვენ გარეშემო არსებულ სამყაროსთან დაკავშირებისა და ურთიერთქმედების გზაზე.

თავის მხრივ, ტექნოლოგიას უდიდესი პოტენციური გავლენა აქვს ეკონომიკის ზოგად ლანდაშაფტზეც — ვინაიდან ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია სწრაფად მიმდინარეობს, ფინანსური წინსვლაც მეტად აშკარაა. თანაც 5G-ის ის უპირატესობა აქვს, რომ მხოლოდ ერთი სექტორით არაა შემოფარგლული… სანაცვლოდ, გავლენა ექნება სატრანსპორტო ქსელების განვითარებაზე, 5G ქსელებისა და არამიწიერი ქსელების (NTNs) პოტენციალზე.

Balenciaga-მ ჩიფსის ჩანთები გამოუშვა!

Apple-მა სპორტის მოყვარულებისთვის ახალი აპლიკაცია ჩაუშვა!