in

Quarry Life Award-ის რიგით მე-5 კონკურსში მონაწილეების მიღება დაიწყო!

შეიტანე შენი წვლილი ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებაში!

Quarry Life Award კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ ინიცირებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ერთდროულად მიმდინარეობს.კონკურსის მიზანია კარიერების ეკოლოგიური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის ახალი გზების ძიება.
ვიწვევთ ყველა ბუნების მოყვარულს – მკვლევარებს, სტუდენტებს და სხვა მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ ამ უნიკალურ კონკურსში და სასხორისა და ლეჟბადინის კარიერების ბიომრავალფეროვნების საფუძველზე, შექმნან ახალი, გამორჩეული პროექტები
აპლიკანტებმა, შერჩეულ ორ კარიერთან მიმართებაში, უნდა შეიმუშაონ საპროექტო იდეა და 2021 წლის 18 ნოემბრამდე წარადგინონ www.quarrylifeaward.ge-ზე.
Quarry Life Award საქართველოში წარმოადგენს ორი მიმართულების მქონე კონკურსს. პროექტების განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მიმართულებით:
კვლევითი მიმართულება:
 
სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კარიერთან დაკავშირებული ეკოლოგიის შესახებ ცოდნის ზრდას და/ან წიაღისეულის მოპოვების უბნებზე ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას.
 
საზოგადოებრივი მიმართულება
პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებასთან უკეთესი კავშირების დამყარებას და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების შესახებ.
 
მონაწილე კარიერები
 
სასხორის კარიერი:
ადგილმდებარეობა: სოფ. მცხეთის მუნიციპალიტეტი , სოფელი ნიჩბისი
სალიცენზიო ფართობი: 597 790 მ2
წიაღისეული: კირქვა
კარიერის ტიპი: ქსეროფილური (მშრალი)
ლეჟბადინის კარიერი:
ადგილმდებარეობა: მარნეულის მუნიციპალიტეტი , სოფელი ლეჟბადინი
სალიცენზიო ფართობი: 587 300 მ2
წიაღისეული: ქვიშა, ღორღი, ხრეში
კარიერის ტიპი: ტენიანი, მდინარის ჭალა
 
Quarry Life Award-ის გასული 4 კონკურსის ფარგლებში, წარდგენილ იქნა 1400-ზე მეტი საპროექტო წინადადება, საიდანაც მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 370-ზე მეტი პროექტი. აღნიშნულ პროექტებში ჩართული იყო, დაახლოებით, ათასი მკვლევარი და დაგვიკავშირდა ათასობით დაინტერესებული პირი. რიგით მე-4 კონკურსში ადგილობრივ და საერთაშორისო გამარჯვებულებს, თითქმის, ერთი მილიონი ევროს ოდენობის საპრიზო თანხა გადაეცათ“.

[R]

მანქანა გამორჩეული ფორმებით – Bugatti-ს 110 წლიანი ისტორია

Cardeal.ge-ის პლატფორმას დაუზიანებელი ავტომობილები დაემატა