in

ევერესტის სიმაღლე მოულოდნელად გაიზარდა

დედამიწაზე ყველაზე მაღალი წერტილი სამშაბათს ცოტათი გაიზარდა. მართალია, ჩინეთი და ნეპალი საბოლოოდ შეთანხმდნენ ევერესტის ზუსტ სიმაღლეზე მრავალწლიანი კამათის შემდეგ, მაგრამ სიმაღლე მოულოდნელად შეიცვალა.

ბრიტანეთის კოლონიის გეოგრაფებმა ევერესტის სიმაღლე 1856 წელს პირველად განსაზღვრეს და ის 8 840 მეტრს აღწევდა.

მას შემდეგ, რაც 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგიი შერპამ პირველად მიაღწიეს ევერესტის მწვერვალს, ინდოეთის კვლევამ სიმაღლე 8,848 მეტრამდე შეცვალა.

ეს სიმაღლე საყოველთაოდ იქნა მიღებული, რაც ამბიციურ მთამსვლელებსაც იზიდავდა და სახელების მხრივ შთააგონებდა ისეთ ბრენდებს, რომლებიც ექსტრემალური სპორტისთვის ქმნიდა ტანსაცმელს.

1999 წელს აშშ-ს ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დაასკვნა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი წერტილი 8 850 მეტრი იყო, მაგრამ ნეპალს ეს არასდროს უღიარებია.

ამასობაში ჩინეთიც ატარებდა გამოკვლევებს და 2005 წლის მონაცემების თანახმად, ევერესტის სიმაღლე 8 884.43 მეტრი უნდა ყოფილიყო.

ნეპალსა და ჩინეთს შორის დავას იწვევდა ის ფაქტი, რომ ჩინეთი ევერესტის სიმაღლეს ზომავდა ფუძიდან უმაღლეს წერტილამდე, მაგრამ თოვლის გარეშე. განსხვავებით ნეპალისა, რომელიც გაზომვისას თოვლსაც ითვალისწინებდა.

ნეპალის მკვლევარებმა გადაწყვიტეს, მარტო ჩაეტარებინათ კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 300-მდე ნეპალელი ექსპერტი. მოგვიანებით კი მათ ჩინეთიც შეუერთდა. გასულ გაზაფხულზე ნეპალის მკვლევარებმა ევერესტის მწვერვალს მიაღწიეს 40 კილოგრამზე მეტი აღჭურვილობით, მათ შორის გლობალური სატელიტური ნავიგაციის სისტემის (GNSS) მიმღებით.

დენგ იამინის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, განაცხადა, რომ საბოლოო შედეგი ჩინეთის და ნეპალის კვლევებით მიღებული სიმაღლეების საშუალო რიცხვი იყო.

გარდა ამისა, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ ტექტონიკური ფილების მოძრაობას (მაგალითად 2015 წლის მიწისძვრა) შესაბამისი გავლენა აქვს სიმაღლის ცვლილებაზე.

2020 წლის ტოპ 10 ციფრული გამოფენა და ვირტუალური ტური

მაკაპუნო ქოქოსი და მთის ჟოლო – ყავის ორი ახალი გემო „მეამასგან“