Heineken 0.0 F1 The Movie-ის შეუერთდა, მის ოფიციალურ პარტნიორად მოგვევლინა და დიდი სისწრაფით შეაბიჯა ჰოლივუდის ტერიტორიაზე. სურთ, ზომიერების შესახებ გზავნილი დიდ ეკრანზე გადაიტანონ. ამ ამბის მთავარი გმირები კი ბრედ პიტი და დამსონ იდრისი არიან, ხოლო რეჟისორი Top Gun: Maverick-ის ჯოზეფ კოსინსკი გახლავთ. ერთად სასმლის კულტურის შესახებ დიდი ხნის მანძილზე არსებული შეხედულებების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავენ მიზნად.
კამპანიის ფარგლებში კოსინსკი ფილმის სიუჟეტში გზავნილს When Driving, Or Not-საც აქსოვს. ჰაინეკენში კი გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ადამიანების აღქმების შესაცვლელად გააკეთეს, მათ სურთ, უალკოჰოლო ვარიანტები მეტად მიღებული გახდეს ჩვენს ყოველდღიურობაში. ამიტომაც, ჰაინეკენიც იმას დაალევინეს, ვინც ბოლიდზე დაჯდომას აპირებს:
ამასთან, ბრენდი ფილმის გამოსვლამდე ექსკლუზიურ კადრს მიღმა კონტენტსაც გვიზიარებს, ინტერაქციულ ციფრულ გამოცდილებებთან ერთად. ეს დამატებითი კონტენტი კი ბრენდის მიზანს ემსახურება, აქციოს ზომიერება სოციალური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად. აღსანიშნავია, რომ ამ გზავნილს ჰაინეკენი 2016 წლიდან აჟღერებს, ანუ მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ის ნაწილია…
„ჰაინეკენში გვწამს, რომ კულტურას ქმედების შეცვლის ძალა აქვს. F1 THE MOVIE-ის ნაწილად გახდომით, ზომიერებაზე საუბრები ისეთ სივრცეში გადაგვაქვს, რომელიც გლობალური, გავლენიანი და ემოციურად მიმზიდველია. პარტნიორობა უალკოჰოლო არჩევანის ბუნებრიობაზე, მიღებასა და რელევანტურობაზეა მნიშვნელოვან მომენტებში“.
F1 The Movie კინოთეატრებში 25 ივნისს გამოვა.