26
Jul
2019

ეთამაშე პირლოს! – „თვალს პირველი ვინ დაახამხამებს“

26 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


უფრო და უფრო რთული ხდება ერთ რამეზე ფოკუსირება, მით უფრო, როცა ეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ეხება. ამ დროს ხომ თითოეული თვალის დახამხამებაც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, აღმოჩნდეს.

„ჰაინეკენმა“ გადაწყვიტა, ეპოვა და დაეჯილდოებინა ის ყველაზე კონცენტრირებული გულშემატკივრები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ფეხბურთელს – ანდრეა პირლოს შეეჯიბრებოდნენ.

ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც თითოეული ვიზიტორის კონცენტრაციას ამოწმებდა, პირლოსთან ბრძოლის დახმარებით.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სახის ამომცნობის ტექნიკით, თითოეული მოთამაშის თვალის მოძრაობის დადგენა შეიძლებოდა, როგორც დესკტოპ, ისე მობილურ მოწყობილობებში.

ისინი, ვინც პირისპირ დადგნენ პირლოს ყველაზე გრძელი მზერის ბრძოლაში, თვალის უხამხამებლად, მოიგეს ფინალის ექსკლუზიურ ჩვენებაზე დასასწრები ბილეთი.

ციფრული კამპანია NEXT-DC-ს მიერ, ბულგარეთში, „ჰაინეკენისთვის“ შეიქმნა.

განხილვა