მსოფლიო რომ ნარჩენებით აივსო და მათი ჭკვიანურად მართვაა საჭირო, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ახლა კი ჰაინეკენის ინიაციატივას გაგაცნობთ, რომელმაც საკმაოდ მარტივ და პრაქტიკულ გამოსავალს მიაგნო. ჯერ ხომ დებიუტი ჰქონდათ სამხრეთ აფრიკაში ბოთლების დაბრუნებით, ახლა კი ლუდის მწარმოებელი ერთჯერადი გამოყენების ბოთლებს სახლისა თუ გარდერობის აქსესუარებად აქცევს.
კოლექცია Fields Green With Grass, Not Glass-ის ინიციატივის ნაწილია და მიზნად ზუსტად ორ საკითხზე ხაზგასმას ისახავს — გარემოზე გავლენასა და ურბანულ ესთეტიკას…
გამოყენებული ბოთლები ლამაზ ნივთებად შემოქმედებითი სააგენტო Sonic State-ის დახმარებით გადააკეთეს, რომელთა შორისაა 3000 ბეჭედი, 3000 მედალიონი და სახლის ნივთების უნიკალური კოლექცია, იქნება ეს განათება თუ სასადილო ჭურჭელი.