in

“მომხმარებელი თავად შექმნის ბოთლის ახალ დიზაინს” – Heineken

ჰეინეკენ

ნიდერლანდებში წარმოებული ლუდის კომპანია 2012 წელს გამორჩეული დღესასწაულით ასრულებს. მთელი წლის მანძილზე კრეატიული და დასამახსოვრებელი პროექტების ბოლო ეტაპი უპრეცედენტო კამპანია აღმოჩნდა. “Heineken”-ის მომხმარებელი ბრენდის 140 წლის აღსანიშნავად ბოთლის ახალ დიზაინს თავად შექმნის, იუბილეს კომპანია მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში აღნიშნავს. 

მომხმარებლების მიერ შექმნილი ბოთლით ლუდი შეზღუდული რაოდენობით 2013-2014 წლებში გამოვა. საამისოდ კონკურსში გამარჯვებაა საჭირო.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა “ჰეინეკენის” Facebook გვერდიდანაა https://apps.facebook.com/heineken_ltded/ შესაძლებელი. შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით უკვე კონკურსის მონაწილე ხართ. საკუთარი ფანტაზიისა და ამ ლუდის წარსული გამოცდილების მიხედვით შეგიძლიათ ბოთლის ახალი დიზაინი შეარჩიოთ. პროექტი “რემიქსის” სახელითაა ცნობილი, რადგან მომხარებელმა შთაგონების წყაროთ წარსულში არსებული “ჰეინეკენის” რომელიმე დიზაინი უნდა გამოიყენოს.

კონკურსი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პირველ მარტს დასრულდება. 30 საუკეთესო ნამუშევარს ექსპერტების გუნდი შეარჩევს და მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგენს. აქედან ერთ საუკეთესოს კი საზოგადოება შეარჩევს.

“ჩემთვის “რემიქსი” ნიშნავს აიღო, ის რაც უკვე არსებობს და ისე შეცვალო, რომ სრულიად ახალი და მოულოდნელი რამ მიიღო “, ამბობს “ჰეინეკენის” დიზაინერი ჯოშუა დევისი. იმედია ამ კონკურსში ქართველი დიზაინერებიც ჩაერთვებიან და მათ ნამუშევრებს გაყიდვაში მომავალ წელს ვიხილავთ.

ფერადი სათვალეები და იმედგაცრუებული კრიტიკოსები

როგორ დავწეროთ პრეს-რელიზი ?