Heineken ჩემპიონთა ლიგის მორიგ ეტაპს ახალი კამპანიით ხვდება, რომელიც ფეხბურთის ინკლუზიურ ხასიათს უკავშირდება. ბრენდის მიზანია, სათამაშო მოედანი თანაბარ სივრცედ აქციოს, რათა სპორტმა უფრო პოზიტიური სახე მიიღოს. ამავდროულად, კამპანია „გულშემატკივრის“ საპატიო წოდების დადებით აღქმას აბრუნებს.
კამპანიის ცენტრში ავსტრალიელი რეჟისორის, მარკ მოლოის მიერ შექმნილი ვიდეორგოლია. ის წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივართა ნამდვილ სახეს — თანაც კომედიური და გულთბილი სიუჟეტი ნამდვილი თაყვანისმცემლებითაა შთაგონებული. ეს არის სინამდვილის, მხიარულებისა და უპირობო სიყვარულის ამსახველი ვიდეორგოლი. აქ გულშემატკივრების ლინზებით დანახული ფეხბურთი პერსპექტივას ცვლის…