in

Heineken-მა ინტერის ქომაგი ცხრა მთას იქით გადაისროლა

იცოდით, რომ ფეხბურთის გულშემატკივრების 45% მატჩის ყურებას წყვეტს, რადგან თამაში არ დათარსონ?! სწორედ ეს შედეგი მიიღო ჰაინეკენმა ბოლოს ჩატარებულ კვლევაში, ამიტომაც Cheers to the Superstitious Fans-ის კამპანიაც გააგრძელა და ამჯერად მარკოს ამბავი გაგვაცნო. თუმცა, აქ ერთი ფაქტი გაითვალისწინეთ, ვიდეო PSG-სა და ინტერის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვეს. 

BOG

სანამ მარკოს გაიცნობდნენ, თავად ჰქოდნათ სოციალური მედია კამპანია ჩაშვებული, რომელშიც ფეხბურთის გულშემატკივრებს თავიანთი უჩვეულო ცრუ რწმენების გაზიარებას სთხოვდნენ. ზუსტად ასე გაიცნეს მარკო სიმეონი, Inter Milan-ის ქომაგი, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ მატჩებზე ფიზიკურად დასწრებას გუნდისთვის ცუდი იღბალი მოაქვს — რა თქმა უნდა, იქ ყოფნა მირჩევნია, მაგრამ ამაზე მეტად ინტერის მოგება მინდა ვნახო და მე რომ სტადიონზე ვიყო, ეს შეუძლებელი გახდება“.

სწორედ ამიტომ, ჰაინეკენმა, LePub-თან ერთად, გადაწყვიტა გერმანიის შორეულ წერტილში, ევროპის კონტინენტის საზღვართან გაეგზავნა იგი. რაც შეიძლება შორს, რათა მის საყვარელ გუნდს გაემარჯვა… 

Heineken-ში გვჯერა, რომ ფეხბურთი არაფერია გულშემატკივრების გარეშე და ეს მათ საოცარ ცრუ რწმენებსაც მოიცავს. იქნება ეს ერთი და იმავე მაისურის ჩაცმა, ერთსა და იმავე სკამზე დაჯდომა თუ ყურებაზე უარის თქმა, სწორედ ეს რატუალები ხდის გულშემატკივრებს განსაკუთრებულს. ამიტომაც, ფსონი მათ თავდადებაზე დავდეთ და ერთი ფანის გმირული არჩევანი გაგაცანით, რომელიც საკუთარი გუნდის მხარდაჭერას ძალიან შორეული წერტილიდან ცდილობს, — განმარტავს ნაბილ ნასერი, ჰაინეკენიდან.

მართალია, ამ შემთხვევაში ცრუ რწმენა ცრუ რწმენად დარჩა და ინტერს არც მარკოს ცხრა მთას იქით გადასროლამ უშველა, მაგრამ რას იტყვით Superstitious Call-ზე?! ხორხე აქ მართალი აღმოჩნდა…

თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართა

BESPOKE AI WindFree™ – ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით