გადაჭარბებული არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ ლუდის საერთაშორისო ბრენდების წარმოდგენისას, პირველი „ჰაინეკენის“ სახელი გვახსენდება.
ბრენდი 150 წელია, რაც არსებობს და მისი ფილოსოფია პოზიტიური ემოციების გაზიარებას ემყარება: თავის სარეკლამო კამპანიებში ყოველთვის გვიამბობს გართობის, სხვადასხვა „კარგი ამბის“, დროის სასიამოვნოდ გასატარებელი ადგილების შესახებ — სადაც ადამიანების გამაერთიანებელი ყველასთვის საყვრელი ლუდი „ჰაინეკენია“.
2023 წელი, „ჰაინეკენის“ 150-ე საიუბილეო წელია!
ბრენდი 150 წლის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით აღნიშნავს, თუმცა საქართველოში ეს დღესასწაული კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან „ჰაინეკენი“ ქართულ ბაზარზე უნიკალურ კამპანიას — გართობისKEN აწარმოებს და ქართველ მომხმარებლებს მოუწოდებს, სხვადასხვა გასართობ სივრცეს ეწვიონ, „ჰაინეკენის“ წამახალისებელ აქტივობებში ჩაერთონ და დამსახურებული ჯილდოებიც მოიპოვონ.
მონაწილეობა ადვილია: აუცილებელი პირობაა, მომხმარებლებმა გართობის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ჰაშთაგით — #გართობისKEN გააზიარონ და მეგობრებს იმ კარგი ადგილის შესახებ ურჩიონ, სადაც „ჰაინეკენთან“ ერთად, დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი.
ბრენდის წარმომადგენლები, ჰაშთაგების საფუძველზე, „გართობის ექსპერტებს“ შეარჩევენ და „გართობისკენ“ მიმართულებით, სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარს გადასცემენ.
ერთგულ მომხმარებლებთან პირველი შეხვედრა, კამპანიის ფარგლებში, 17 ივნისს, „ცისკარი გარდენის“ სცენაზე — Decoder-ის პერფორმანსზე მოხდა.
23 ივნისს კი, „დედაენის ბარში“, ჰიპ-ჰოპის გზაჯვარედინზე, თბილისი-ქუთაისი-მარიუპოლიდან მოწვეული არტისტები შეიყრებიან: Terika, Gungu Bijo, Dasavleli, 13Thice, და Crusher.
მიჰყევით „ჰაინეკენის“ მიმართულებას #გართობისKEN!
[R]