ჰაინეკენისგან კარგი კამპანიების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, ჯერ იყო ლუდის დაღვრილი წვეთების კამპანია, მერე ცუდი გემოს მქონე სასმელი, მერე იმის გაზიარება, თუ როგორ ავარიდოთ თავი დალევას… მაგრამ ახლაც მოახერხეს რაღაც განსაკუთრებულის შემოთავაზება. ლუდის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, პატივი ყველა „მიტოვებულ“ ჭიქას მიაგეს მსოფლიოში — იმ ჭიქებს, რომლებიც მეგობრებთან საუბრის დროს გვავიწყდება…
ამგვარად, მარტივი მისახვედრია, რომ ჰაინეკენი კამპანიაში მთავარ აქცენტს სოციალურ მომენტებზე აკეთებს, რომელთა აღნიშვნაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბრენდისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ლუდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ გახსოვთ ფრედი ჰაინეკენმა რა თქვა — „მე არ ვყიდი ლუდს, მე ვყიდი gezelligheid-ს — დროის კარგად გატარების შეგრძნებას“.
Debussy-ის Claire de Lune-ის მუსიკა კომედიურ ელფერს მატებს მას და აძლიერებს გზავნილს, რომ ლუდის ქონის საუკეთესო ნაწილი ლუდი სულაც არ არის:
ბაზრის კვლევის პლატფორმა Kantar-ის მიხედვით, ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ ჰაინეკენის პროდუქტები მეტად მიმზიდველი გახდა მომხმარებლებისთვის, შესაბამისად, დიდ ჩართულობაშიც გადაიზარდა და ბრენდს სასურველი შედეგების მიღებაში დაეხმარა… უშუალოდ კამპანიაზე კი სარეკლამო სააგენტო Lepub-მა იმუშავა.