უკვე იპოვე ქალაქში ჰაინეკენის ნიშნულები?
თუ შენიშნავ, იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ! სადაც არ უნდა იყო, კარგი ამბების უცვლელი პარტნიორი ერთგულად გაგიძღვება გართობისკენ (ან, როგორც თავად იტყოდნენ, გართობისken!).
ჰაინეკენის 150-ე დაბადების დღის აღსანიშნავი კამპანია მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა ქართულ ბაზარზე გართობის მოყვარულთა რჩეული ლუდი განსხვავებული, ქართველთა ბუნებაზე მორგებული მიმართულებითაა წარმოდგენილი.
ხუთკვირიანი კამპანია თბილისელების საყვარელ ადგილებს აერთიანებს და მომხმარებელს არაერთ საინტერესო თავგადასავალს სთავაზობს. ცისკარიდან დედაენამდე და ქენდიდან მზესუმზირამდე — ჰაინეკენი ერთობა ყველგან, სადაც ერთობით თქვენ!
დარწმუნებული ხარ, რომ დროის ბედნიერად გატარება ყველაზე კარგად შენ და შენს მეგობრებს გამოგდით? მაშინ ეს კამპანია შენთვისაა! არ შეუშინდე გამოწვევებს და აჩვენე ყველას, როგორია გართობის ყველანაირი სახე ქართულად. კამპანიის ფარგლებში მოწყობილ საღამოებზე ბრენდირებული მზის სათვალეები, უამრავი თამაში, კარგი მუსიკა და რა თქმა უნდა, ყველაზე ცივი ლუდი დაგხვდება!
გართობის მსურველებს შეუძლიათ ჰაინეკენი ამ პარასკევს და შაბათს (30 ივნისი, 1 ივლისი) ღვინის ქარხანაში, Candy Gin Bar-ში იპოვონ, სადაც კამპანიის ფარგლებში Yamoc და Levi Love Disco დაუკრავენ.
ასე რომ, როცა გზად ჰაინეკენის ვარსკვლავი გადაგეყრება, მიჰყევი ნაჩვენებ მიმართულებას, იპოვე ადგილი, სადაც კარგი ამბებია, გადაიღე როგორ ერთობით მეგობრები თქვენს რჩეულ სასმელთან ერთად, დაპოსტე სოც ქსელებში #გართობისken და მიიღე შანსი მოიგო ეზო ფესტივალის 150 მოსაწვევიდან ერთ-ერთი!
[პარტნიორის კონტენტი]