in

Heineken-მა ცუდი გემოს მქონე სასმელი შექმნა! — Hard Truths to Swallow

მას შემდეგ, რაც კვლევამ გამოავლინა, რომ ქალები სამუშაო გარემოში კვლავ განიცდიან უსამართლო მოპყრობას, რაშიც უსაფრთხო სამუშაო გარემო, ქალი ლიდერების ნაკლებობა და ნაკლები პროფესიული განვითარების შესაძლებლობები იგულისხმება, Heinken Group Dentsu Creative Brazil-თან გაერთიანდა, რათა მათსავე ლიდერებს და ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით ზოგიერთი მწარე სიმართლე გადაეყლაპათ.

BOG

ამ მიზნით უსიამოვნო გემოს მქონე უალკოჰოლო სასმელი Lidera შექმნეს — სწორედ ამ სასმელის გემო ასახავს ქალების უარყოფით გამოცდილებას სამუშაო ადგილზე. ქილის ინგრედიენტებში კი კვლევის სტატისტიკა დაიტანეს, შემდგომ მისი დაგემოვნება Heineken Group-ის ლიდერებს სთხოვეს და რეაქციები გადაიღეს:

ჰაინეკენის მიზანი ბაზარზე არსებული გუნდის ლიდერების დახმარება იყო, რათა უკეთ დაენახათ, რა საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს და გადაეყლაპათ მწარე სიმართლეები. ამასთან, ასე ბრენდს სურს, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და გენდერული ინკლუზიურობის საკითხები ლიდერების დღის წესრიგში მეტად აქტუალური გახდეს… 

2023 წელს საქართველოში ვენჩურული ტრანზაქციების მოცულობამ 21,6 მილიონი დოლარი შეადგინა

„გამარჯვება არის მიზანი“ — ბლოქსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მხარდაჭერას უცხადებს