ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 11 მილიონი პინტი ლუდი იღვრება სპორტული ღონისძიებების დროს. ამის შთაგონებით, Publicis-მა Heineken-ისთვის თემატური კამპანია შეიმუშავა — რამდენიმე პაბში, სადაც ფეხბურთი გულშემატკივრები იკრებიან, სპეციალური QR კოდები განათავსა, რომლებიც ლუდის დაღვრის შემთხვევაში უნდა დაასკანერონ; ასე მოხვდებიან HeineCare-ის მთავარ გვერდზე და ახალი ლუდის ვაუჩერსაც მიიღებენ.
რა თქმა უნდა, არ არსებობს რეალური გზა იმის გასარკვევად, მართლა დაეღვარათ თუ არა ლუდი… თუმცა ბრენდს მაინც უღირს ამ სახალისო კამპანიის წამოწყება, ზედმეტად გაცემულ ვაჩუერებზე კი სულაც არ დარდობს. „გაუმარჯოს ყოველ დაღვრილ წვეთს, რომელსაც უფასო კათხები მოსდევს“, — ამბობენ Heineken-ში.