in

შეცდომები „ჰეინეკენისთვისაც“ მოსულა

ლუდის ჰოლანდიური ბრენდი Heineken ვიდეორგოლს ავრცელებს. მისი პერსონაჟები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სადღესასწაულო პრობლემები, თუ შეცდომები ტრადიციად ექცათ. ვიდეორგოლის ჩვენებით, ბრენდი გვთავაზობს შეცდომებზე დარდის ნაცვლად, მათზე ვიხალისოთ და ვისიამოვნოთ მომენტით. მით უფრო, თუ თან გვექნება Heineken-ის ლუდით სავსე ბოთლი. სარეკლამო სააგენტო Publicis-ის მიერ, სინგაპურში მომზადებული ვიდეორგოლი სიუჟეტურად, გვახსენებს საქართველოში, „თიბისი დაზღვევის“ კამპანია „შეცდომები მოსულას“ ფარგლებში შესრულებულ საახალწლო ვიდეორგოლს – „ახალი წელი მოსულა“. ორივე ნამუშევარი 2018 წლის დეკემბერის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა, „თიბისი დაზღვევამ“ კამპანია „შეცდომები მოსულაზე“ მუშაობა ოქტომბერში დაიწყო. ხოლო ლუდის ჰოლანდიურმა ბრენდმა, კამპანია „Holiday Troubles“ დეკემბრის ბოლოს წამოიწყო.

BOG

 

აქვე, გთავაზობთ სააგენტო HOLMES&WATSON-ის მიერ, „შეცდომები მოსულას“ ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/holmesandwatsoncreative/videos/1185497841603221/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

„გულავი“ – ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „მოგულავეებისთვის“

რობოტი, რომელიც თქვენ არ ყოფნაში ძაღლს, ან კატას მოუვლის