არსებობს რაიმე იმაზე უკეთესი, ვიდრე დამღლელი დღის ბოლოს ცივი ლუდით განტვირთვაა? ალბათ, არა. მაგრამ რა მოხდება თუ თქვენი ლუდი სუფთა ენერგიის გამოყენებით გაგრილდება?
Heineken-მა ადრე „მწვანე პაბის გზამკვლევი“ გამოუშვა, რათა ბრიტანელ მომხმარებლებს ეკომეგობრულ ბარებში სტუმრება შესძლებოდათ. ახლა კი მსგავს გზავნილს ბრაზილიაშიც ავრცელებს — წარმოადგენს ბილბორდებს, რომლებიც ლუდს მზის ენერგიით აციებს.
ბრენდმა კრეატიულ სააგენტო Le Pub-თან თანამშრომლობით მზის პანელები თავის ბილბორდებზე დაამონტაჟა, იმ იმედით, რომ ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ცნობიერებას აამაღლებდა.
მსგავსად, Heineken სულ უფრო უახლოვდება თავის მიზანს 2030 წლისთვის გამოიყენოს სუფთა ენერგია პარტნიორი ბარებისა და რესტორნების 50%-ში ბრაზილიის 19 ქალაქში.
საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიაში მალე ფესტივალი იმართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ბილბორდს უფრო მეტი ადამიანი ნახავს. ბრენდი იმედოვნებს, რომ ინსტალაცია დამსწრე საზოგადოებასთან კავშირს დაამყარებს და მომხმარებლებს უბიძგებს, დაიწყონ საუბრები კლიმატის კრიზისის შესახებ, თანაც, უნიკალური გზებით.