Heineken და LePub Singapore 24-საათიან სამრეცხაოებს ბარებად აქცევენ, რათა კორეელ გულშემატკივრებს ჰქონდეთ სივრცე UEFA Champions League-ის საყურებლად. იდეა კი იქიდან წამოვიდა, რომ აზია გამორჩეული ქომაგების სახლია, რომლებიც იმდენად თავდადებულნიც არიან, რომ დილის 3 და 4 საათზე იღვიძებენ UEFA Champions League-ის თამაშების Live-ში საყურებლად. ამას ისიც ემატება, რომ კორეაში მეგობრებთან ერთად მატჩების ყურება რთულია, რადგან ამ დროს ბარების უმეტესობა დაკეტილია, მაქსიმუმ სახლში შეკრება მოახერხონ…
ჰაინეკენმა კი გენიალურ გამოსავალს მიაგნო — სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეცხაო WashEnjoy-სთან პარტნიორობით 24-საათიანი სამრეცხაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტულ ბარებად აქცია, სადაც ნამდვილ გულშემატკივრებს მატჩების ნახვა შეეძლებათ. ერთადერთი მოთხოვნა ადგილზე დროულად მისვლაა.
კამპანიას LaundroMatch უწოდეს და იგი 10 აპრილს დილის სამ საათზე აამოქმედეს. ეს ივნისამდე გაგრძელდება და სამხრეთ კორეელ გულშემატკივრებს WashEnjoy-ის სარეცხ მანქანებზე არსებული QR კოდების დასკანერებაც შეეძლებათ, რითაც ისინი SPOTV-ის 30-დღიან უფასო გამოწერას მიიღებენ. ეს უკანასკნელი სამხრეთ კორეაში UEFA Champions League-ის ერთადერთი მაუწყებელია. დანარჩენი კი თავად ნახეთ: