1
Apr
2015

“Heineken”-ის მორიგი ხუმრობა

1 Apr 2015

კობი
კობი


“Heineken”-ი და ოსკარის ცერემონიის წამყვანი, ნილ პატრიკ ჰარისი ისევ გაერთიანდნენ, რათა ერთად “Heineken Light”-ის რეკლამა გადაეღოთ.

რეკლამისა და პაროდიული სკეჩების ავტორი სარეკლამო სააგენტო “Wieden+Kennedy”-ა. კრეატორები გვარწმუნებენ, რომ მყიდველს უკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან დაუბრუნდება. რეკლამის სიუჟეტის მიმართ უცნაური მიდგომით “Heineken”-ი მომხმარებლის დაინტერესების გაზრდას გეგმავს, განსაკუთრებით ახალგაზრდების.

პირველ, 15 წამიან რეკლამაში მსახიობი ლუდის დასალევად გვეპატიჟება და ჯილდოს შესახებ პატარა განცხადებას აკეთებს –  ” თუ თქვენ ისეთი გიჟი ხართ, რომ არ დაგვეთანხმოთ “Heineken”-ი ფულს დაგიბრუნებთ”

https://youtu.be/DN0vqqg-JBQ

მეორე რგოლი 2 წუთი გრძელდება და აქ მსახიობი გვიმტკიცებს, რომ ძალიან სერიოზული ადამიანია და ამასთან ერთად მაინც სასაცილო ვითარებაში ხვდება.

https://youtu.be/bgK561sqTJc

 

 

 

განხილვა