in

Heineken გეძებს შენ! – გლობალური ბრენდი საქართველოში პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე ახალ ტალანტს ეძებს

„ქართული ლუდის კომპანიას” თქვენთვის კარგი სიახლე აქვს. თუ გსურთ განვითარება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ბრენდში და პროფესიული ზრდის ახალ გამოწვევებს ეძებთ, Heineken-ის საქართველოს გუნდში სწორედ თქვენ გეძებენ! Heineken, ხომ ბრენდების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გუნდში მუშაობაც ნებისმიერი პროფესიონალისთვის საოცნებო კარიერული ეტაპია. ესაა თავისუფალი ფრენა ბრენდის ახალ პერსპექტივებში – შეიმუშავებთ და განახორციელებთ ბრენდისა და საკომუნიკაციო სტრატეგიებს, შეაფასებთ მათ ეფექტიანობას და ხელს შეუწყობთ გაყიდვების ზრდას. ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პარტნიორებთან, რაც საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი პროფესიული ჰორიზონტები.

ესაა საქმე, რომელიც შემოქმედებითობასა და ანალიტიკურ აზროვნებას აერთიანებს თავის თავში. თქვენ იზრუნებთ ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვაზე, ითანამშრომლებთ სააგენტოებთან და გუნდებთან კამპანიების შესაქმნელად, მიიღებთ მონაწილეობას ინოვაციურ პროექტებში და შეაფასებთ მიღწეულ შედეგებს. ასევე, თქვენი საქმიანობა მოიცავს ბიუჯეტების ეფექტურ მართვას, პორტფელის შედეგების ანალიზს და მომხმარებელზე ორიენტირებული ინსაითების გენერირებას

Heineken-ს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც გეტყვით – 150 წელზე მეტი ისტორიის მქონე ბრენდი, დღეს, წარმოადგენს ლუდის უმსხვილეს მწარმოებელს, რომლის 300-ზე მეტი გლობალური და ლოკალური ბრენდი 190-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და მაქსიმუმ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი ასევე ინგლისურად შემდეგ მისამართზე: [email protected]. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

[R]

ფრაზები, რომლებიც პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ

კოკა-კოლას ქილებით მოყოლილი ამბავი — Coke for Everyone