ჰაინეკენიც შეუერთდა აქტუალურ საუბრებს ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ და თამამად განაცხადა თავისსავე ინსტაგრამზე, რომ „საუკეთესო გზა მეგობრის შესაძენად ლუდის დალევაა“. გზავნილი კი ბოთლის გასახსნელისგან დამზადებული ყელსაბამის პოსტერზე დაიტანა, რომელიც ძალიან ჰგავს AI-ით აღჭურვილ Friend-ის ყელსაბამს და ეს არც შემთხვევითი უნდა იყოს…

ასე ბრენდი კვლავ თავისი მისიის ერთგული რჩება და უპირატესობას რეალურ ინტერაქციებს ანიჭებს. ჯერ აპრილში Social off Socials-ის კამპანია შემოგვთავაზა და მოზარდები რომ დიდ დროს ატარებენ ონლაინ სივრცეში მაგაზე გვესაუბრა:
მერე კი სამხრეთ აფრიკაში Social Screen-ის კამპანია შექმნა:
ჯადოსნური სიტყვაც გაგვაცნო და მეგობრებთან შეკრების დროს სიამოვნების მიღების საშუალებაც მოგვცა:
The Boring Phone-ით კი კვლავ შეგვახსენა, რომ ნამდვილ სოციალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ:
ამიტომ, ბოთლის სახსნელის მქონე ყელსაბამის გამოშვება და ასე თავისი პოზიციის დაფიქსირება AI საუბრებში ლოგიკური სვლაა, თუმცა ეს მხოლოდ პოსტერად დარჩება თუ გაიყიდება, ამის შესახებ ბრენდი ჯერ არაფერს ამბობს…











