in

Heineken ლუდის ბარისთვის მემკვიდრეს ეძებს

მსოფლიოში წამყვანმა ლუდის ბრენდმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო მემკვიდრის ძიება, რათა დამოუკიდებელ ირლანდიური პაბის მფლობელს ჯოსი მაკლოფლინს დაეხმაროს. 

BOG

ამბავი ასეთია: McLoughlin’s Bar 1870-იან წლებში დააფუძნეს და იგი დასავლეთ ირლანდიის ველური პეიზაჟის ფონზე Achill Island-ზე მდებარეობს. ჯოზეფი მეოთხე თაობის მაკლოფინია, რომელიც პაბის მეორე სართულზე დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, თავადვე აიღო მართვის სადავეები და ბოლო 43 წლის მანძილზე დამოუკიდებლად უძღვებოდა ბარს. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არავინ ჰყავს, ვისაც საგვარეულო ლუდის ბარს დაუტოვებს. ამიტომაც მაკლოფლინის გვარის წარმომადგენელს ეძებს, რაშიც არც მეტი, არც ნაკლები, ჰაინეკენი ეხმარება. 

არავინ მყავს, პაბი რომ დავუტოვო, არ მინდა ოჯახის გარეთ ვინმეს მივყიდო და ჩემი სახელი ისტორიაში დაიკარგოს, ეს გულს გამიტეხს. ჩემი გვარი მაკლოფლინია და ამ პაბის თითოეულ წერტილშია ჩაქსოვილი. ბოლო 50 წელი საოცარი იყო ჩემთვის და გამიხარდება, თუ ეს ამბავი გაგრძელდება, ვიპოვი McLoughlin-ის მემკვიდრეს, რომელიც მას განავითარებს. თუ მივიღებ გარანტიას, რომ ჩემი გვარი პაბის თავზე შემდგომი 155 წლის მანძილზე ეწერება, ბედნიერ კაცად მოვკვდები, — ამბობს ჯოზეფი, რომლის ოჯახი პაბს 155 წლის მანძილზე მართავდა.

და რატომ დაინტერესდა ამ ამბით ჰაინეკენი? ბრენდს სწამს, რომ ლუდის ბარი სოციალიზაციის ადგილია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალაქში არსებული დიდი სივრცე იქნება თუ ადგილობრივი, პატარა პაბი, მთავარი ის არის, რომ ყველგან თავშეყრის ადგილია და სწორედ ამ მეგობრული სულისკვეთების დაცვა აქვს ჰაინეკენსაც განზრახული. 

Pub Succession კამპანიის For the Love of Pubs-ის ფარგლებში შემოგვთავაზეს და მასზე Heineken-მა შემოქმედებით სააგენტო LePub-თან და Publicis Dublin-თან ერთად იმუშავა.

Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

5 მარტივი კითხვა საკუთარი თავის საპოვნელად