in

როგორ იყენებს Heineken AR-ს ირლანდიური პაბების შესანარჩუნებლად?

ირლანდიური პაბები არა მხოლოდ გლობალურად აღიარებული კულტურული ხატებია, არამედ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ის ფუნდამენტურ როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თუმცა რამდენიმე წელი საკმაოდ რთული გამოდგა — საზოგადოების მხრიდან ყურადღება და ინტერესი შემცირდა. ამ გამოწვევასთან დაკავშირებით, საინტერესო პასუხია LePub-ისა და Publicis Dublin-ის ახალი კამპანია, რომელიც Heineken-ისთვის შეიქმნა. ამ უკანასკნელში მემკვიდრეობისა და ტექნოლოგიური წინსვლის სინთეზი ჩანს.

BOG

აქ პაბები ვირტუალურ მუზეუმებად იქცევა, როგორც სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობების მსგავსი დაწესებულება. ამისთვის კამპანია AR ტექნოლოგიას ეყრდნობა, რათა „ისტორიული წყლების“ მიღმა არსებულ ისტორიებს უფრო მკვეთრად გაესვას ხაზი. უფრო დეტალურად, პაბებში მისულ ვიზიტორებს შეუძლიათ, გარეთ არსებულ დაფებზე მოცემული QR კოდი დაასკანერონ და ადგილობრივ ლეგენდებს გაეცნონ.

„საშინელებაა იმის დანახვა, რომ ბევრი პაბი ასობით წლის განმავლობაში უძლებდა გამოწვევებს, ახლა კი ფინანსურ სირთულეებს განიცდის. გვინდოდა, ამ ფანტასტიკური ადგილების ისტორიული და კულტურული ღირებულებისთვის გაგვესვა ხაზი“, — აღნიშნავს ბრუნო ბერტელი, LePub-ის აღმასრულებელი დირექტორი და Publicis Worldwide-ის CCO.

მომხმარებელთა რჩეული რეკლამები 2023 წელს

ბიტნეტი და Setanta Sports დამეგობრდნენ