in

Heineken-მა მივიწყებულ სახურავებს მიაკითხა

ქალაქებს ზემოდან რომ შეხედოთ, არც ურბანული იზოლაციის პრობლემა მოგეჩვენებათ შემთხვევითობად. დაწყებული ცხოვრების წესის ცვლილებებით, გაგრძელებული პირადი თუ პროფესიული ცხოვრების ბალანსით და დამთავრებული ციფრული ცხოვრების გამო იზოლირებითა და მცირე ზომის სახლებით, ქალაქის მაცხოვრებლებს საკმაოდ უჭირთ ერთმანეთთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება. 

BOG

სწორედ ამ რეალობას ასახავს სეული — მაცხოვრებლების 53% ამბობს, რომ ეს ქალაქი მუშაობისთვისაა შექმნილი, პროდუქტიულობის გასაზრდელად და ნაკლებად სოციალიზაციისა თუ კავშირების დასამყარებლად. ზემოდანაც რომ შეხედოთ ქალაქს, დაინახავთ, რომ სახურავების უმეტესობა ცარიელია, არადა ადრე ეს ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის შეკრებების მნიშვნელოვანი ადგილი იყო… ჰაინეკენი კი ახლა სწორედ ამას ცვლის და სეულის მაცხოვრებლებს ახალ სივრცეს სთავაზობს სოციალიზაციისთვის. 

ინსპირაცია მწვანე სახურავებიდან წამოვიდა, რომელიც ბრენდის ფერსაც იდეალურად ეხმიანებოდა, ამიტომ ჰაინკენმა აქ ღონისძიებების მოწყობა გადაწყვიტა, საკულტო წითელი ვარსკვლავის ქოლგაც გაშალა და თითოეული ღონისძიების ლოკაცია თანამგზავრული ფოტოების საშუალებით ასახა. სეულის მაცხოვრებლებს ქალაქში სწორედ ამ ვარსკვლავების პოვნა დაევალათ:

8 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ღონისძიება 3 დღე გაგრძელდა, მას სეულის ტოპ კურატორები, შეფები და არტისტები უძღვებოდნენ…

ჰაინეკენის კამპანიაზე LePub-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. 

არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

19 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართება