ჰაინეკენის კამპანიაში „საუკეთესო მძღოლი“ ფორმულა 1-ის ვარსკვლავი მაქს ვესტაპენი ისეთ ნაცნობ სიტუაციაშია, რომელშიც ბევრი ჩვენგანი არაერთხელ ყოფილა — მეგობრები იკრიბებიან გასართობად და დასალევად, მაგრამ ერთ-ერთი მძღოლის როლს ითავსებს და ვერაფერს სვამს. ვიდეორგოლში კრეატიულადაა ხაზი გასმული იმაზე, თუ როგორ არ უნდა დალიონ ავტომობილის მართვის დროს ალკოჰოლური სასმელი და ასევე, რამდენად „იჩაგრებიან“ მსგავსი გართობის დროს „საუკეთესო მძღოლები“.
კრეატიულმა სააგენტო Le Pub-მა სიუჟეტი კვლევაზე დაყრდნობით შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მძღოლის არჩევისას ზოგიერთი ადამიანი სრულიად აკლდება გართობის სიამოვნებას. „ჰაინეკენი მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს, როდესაც საქმე პასუხისმგებლობიან მოხმარებას ეხება. მახვილგონივრული გზით, ბრენდი ყოველთვის კულტურულად ინფორმირებული და მგრძნობიარე იყო გლობალური საკითხებისა და ახალგაზრდა თაობების მიმართ. „When You Drive Never Drink“ დიდი ხნის პროექტია, რომელიც ბრენდისთვის თანმიმდევრულ საყრდენად იქცა“, — ამბობს ბრუნო ბერტელი, LePub-ის კრეატიული ხელმძღვანელი.
სასმელი და ავტომობილის მართვა მნიშვნელოვან რისკებთან ასოცირდება… ამ გზავნილის გადმოსაცემად კი ყველაზე კარგი სუბიექტი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მძღოლი იყო.