in

Heineken-მა მეტავერსში ციფრული ლუდის პრეზენტაცია გამართა

ლუდსახარშმა კომპანია Heineken-მა მეტავერსში თავისი ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გამართა. Heineken Silver-ს არ აქვს კალორიები, არც საიდუმლო ინგრედიენტებითაა დამზადებული და ლუდიც არ არის, ასეთი შინაარსით იწყება პრესკონფერენცია, რომელიც Heineken-ის ინოვაციური, ციფრული ლუდის შესახებ გვიყვება. დასაწყისის მსგავსად, პრეზენტაცია სარკასტულ ხასიათს ატარებს და ხაზს ლუდისა და მეტავერსის შეუსაბამობაზე უსვამს.

BOG

Decentraland-ში გამართულ პრეზენტაციას Heineken-ის გლობალური ხელმძღვანელის, ბრამ ვესტერბრინკის 3D გამოსახულება უძღვება. ვირტუალური აუდიტორია, Heineken Silver-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ისმენს, რომლის თანახმადაც, „არაფრისგან“ დამზადებული ლუდის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მას ვერავინ გასინჯავს. მეტავერსში გახსნილ ლუდსახარშში უამრავი პიქსელისგან შემდგარი და ორობითი სისტემით კოდირებული ლუდის ულევი მარაგია. ალკოჰოლის 4%, რომელსაც ციფრული ლუდი არ შეიცავს, არარსებული ფერმერების მიერ მოყვანილი სვია, ქერი თუ სხვა შემადგენელი ნაწილები, ქმნიან არაჩვეულებრივ, უმაღლესი ხარისხის ლუდს, რომლითაც ვერავინ ისიამოვნებს. ასეთია პრეზენტაციის ძირითადი გზავნილი.  Heineken Silver კომპანიის განმარტებით, უბრალოდ ხუმრობაა, რომელზეც ყველას შეუძლია გაიცინოს. ის გვახვედრებს, რომ ლუდის „სამფლობელო“ არა ვირტუალური, არამედ რეალური სამყაროა.

ნახეთ: ბაუჰაუსის სტილით შთაგონებული ჰაერის გამწმენდი

მეცნიერებმა ყინულის ახალი ფორმა აღმოაჩინეს