in

ინფლუენსერების კოშმარი Heineken-ის რეკლამაში

მომხმარებლები ციფრულ სამყაროს რომ მოსწყვიტოს, ჰაინეკენი სწორედ ამ სამყაროთი მცხოვრებ ინფლუენსერებს აკითხავს. ბრენდი ამერიკელ მომღერალსა და მსახიობთან ჯო ჯონასთან და მსოფლიოში ცნობილ კრეატორებთან Dude with Sign-თან, Lil Cherry-სა და Paul Olima-სთან გაერთიანდა. შეგვახსენა, რომ სოციალური მედიისგან თავის დაღწევის გზა სწორედ რეალურ ცხოვრებაში კავშირების დამყარებაა.

BOG

თუმცა, ჰაინეკენის რეკლამა ინფლუენსერებისა და კონტენტკრეატორების კოშმარს უფრო ჰგავს, რადგან სოციალურ მედიაში ყურადღების ნაკლებობას განიცდიან, ყველაფერს ცდიან, მაგრამ უშედეგოდ. არც მიმდევრები ჩანან, არც რეაქციები და არც კომენტარები. ამას იუმორისტულ-დისტოპიური ელფერი დაჰკრავს, თუმცა ჰაინეკენის პაბი ყველაფერს ნათელს ჰფენს და შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სოციალიზაცია სოციალურ ქსელებს სცილდება:

ამ იდეას პოსტერებითაც ავრცელებენ და სმარტფონის ილუზიას ქმნიან მაგიდით  სოციალური საუბრებისთვის:

როგორ შეიქმნა და ვითარდება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი – ინტერვიუ გიორგი კობიაშვილთან

როგორ შეიქმნა SOLO-ს საგაზაფხულო ვიტრინის დიზაინი