in

სმარტფონებით შექმნილი გიგანტური ეკრანი — Heineken ფეხბურთის ყურების ტრადიციულ ნორმებს უპირისპირდება

ფეხბურთს ბევრი ადამიანი მარტო, ტელეფონით უყურებს, ჰაინეკენმა კი ნარატივის შეცვლა გადაწყვიტა. თუ ფეხბურთი გუნდური თამაშია, მისი ყურებაც ასეთივე უნდა იყოსო… მოკლედ, სოციალური ეკრანით გულშემატკივრებს საშუალება მისცა, თავიანთი მოწყობილობები ერთ დიდ ეკრანად ექციათ და იზოლირებული ყურების გამოცდილება სოციალურ შეკრებად გარდაექმნათ. 

BOG

ასე ფეხბურთის ყურების რევოლუციური გამოცდილება შემოგვთავაზა. ეს ამბავი კი ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება: Social Screen — უპრეცედენტო კედელია, რომელზეც დიდი ეკრანი მობილური მოწყობილობებით იქმნება. წარმოიდგინეთ, თქვენი ერთი სმარტფონი რომ კედელზე მიამაგროთ, შემდეგ მსგავსი რამ თქვენთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა გააკეთონ და ერთად დიდი ეკრანი შეიქმნას ფეხბურთის საყურებლად, ზუსტად ეს ხდება ჰაინეკენის კამპანიაში… 

ბრენდის მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება, სოციალური ინტერაქციების გაძლიერება და ტექნოლოგიების უპირატესობით სარგებლობა იყო. 

ირონიულია, ტექნოლოგია ხშირად ერთმანეთს გვაშორებს, მაგრამ ამ იდეით იგი საპირისპირო მიზნით გამოვიყენეთ, აუდიტორია უნიკალური გზით გავაერთიანეთ, — ამბობს გრემ ჯენერი, LePub-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

უნდა ითქვას, რომ ჰაინეკენის სოციალური ეკრანი მათსავე პასუხისმგებლობას პასუხობს, იზეიმოს თანამედროვე გულშემატკივრებთან ერთად და გამოწვევის წინაშე დააყენოს ფეხბურთის ყურების ტრადიციული ნორმები. სწორედ ასე იქცა ინდივიდუალური მოწყობილობები სოციალურ სანახაობად:

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო LePub-მა იმუშავა.

„დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ომი და მშვიდობა — ფოტოები პარალელურ სამყაროებს გვაცნობს