Heineken-მა ლონდონში ახალი სარეკლამო აქცია Star Cabs წამოიწყო. ლუდსახარშმა რამდენიმე ტაქსს ბრენდინგი გაუკეთა.
ბრენდირებული ტაქსები იმ ნასვამ მძღოლებს, რომლებმაც Heineken-ი დალიეს სახლში უფასოდ მიიყვანს. ტაქსის გამოძახება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეიძლება.
აქცია, სარეკლამო კამპანიის Open Your City-ის ფარგლებში მიმდინარეობს. იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღოთ ინტერნეტიდან სპეციალური აპლიკაცია “Star Cabs”-ი უნდა გადმოწეროთ და შემდეგ ჩამოთვლილი 30 ბარიდან რომელიმეში შეხვიდეთ.
დალევის შემდეთ თქვენ აგზავნით მოთხოვნას ტაქსის მომსახურეობის შესახებ, უზიარებთ მეგობრებს ამ სიახლეს და სპეციალური პროგრამა რამდენიმე მგზავრს აარჩევს, რომლებიც სახლში ბრენდირებული ტაქსით წავლენ.