in

Heineken – პატარა ლუდსახარშიდან მსოფლიო ბრენდამდე

ლუდის სამყაროში არსებობენ ბრენდები, რომლებიც უბრალოდ სასმელს კი არ ქმნიან, არამედ კულტურულ კოდებად იქცევიან. სწორედ ასეთი ისტორია აქვს Heineken-ს, ბრენდს, რომლის აღმავლობაც ერთი პატარა ლუდსახარშით დაიწყო და დღეს 190-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

istoriebi
istoriebi

დასაწყისი: 22 წლის მეწარმის ამბიცია

Heineken-ის ისტორია 1864 წელს დაიწყო, როდესაც 22 წლის ნიდერლანდელმა მეწარმემ, ჯერარდ ადრიან ჰეინეკენმა, მდიდარი დედის დახმარებით, ამსტერდამში მდებარე პატარა ლუდსახარში De Hooiberg შეიძინა. მაშინ ჯერარდი მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა – შეექმნა ისეთი ხარისხის ლუდი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს გადააჭარბებდა და ნიდერლანდურ ბრენდს საერთაშორისო სახელს მოუტანდა.

მისი ხედვა მოითხოვდა ინოვაციას, მაგრამ მას არ ჰქონდა დიდი გამოცდილება ლუდის ხარშვაში, ამიტომ მალევე ჩამოაყალიბა მეცნიერთა გუნდი, რომელშიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მკვლევარი დოქტორი ელიონი მოხვდა. მან შექმნა Heineken-A საფუარი, რომელიც გახდა Heineken-ის უნიკალური გემოს საფუძველი და მისი რეცეპტის მთავარი საიდუმლოა დღემდე.

1874 წელს ჯერარდმა როტერდამში დაფუძნებულ d’Oranjeboom-თან დაიწყო პარტნიორობა და ახალი ლუდსახარში ააშენა. ხალხმა ნელ-ნელა ყურადღება მიაპყრო გაძლიერებულ ბრენდს. 

პირველი დიდი გარღვევა

ბრენდის საერთაშორისო გზა 1875 წელს დაიწყო, როცა Heineken-მა პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ 1889 წელს Heineken გახდა პარიზის მსოფლიო გამოფენის ოფიციალური ლუდი, იმავე დღეს, როცა ეიფელის კოშკი გაიხსნა. ამ გამარჯვებებმა Heineken ევროპულ რუკაზე სტაბილურად დაამკვიდრა.

გაფართოება და მსოფლიო ლიდერობა

მე-20 საუკუნე ბრენდისთვის სწრაფი განვითარების პერიოდი იყო. ჯერარდი მოულოდნელად 51 წლის ასაკში გარდაიცვალა და საქმეს მისი მემკვიდრე, ჰენრი ჰეინეიკენი, შეუდგა – ლიდერი, რომელმაც Heineken რეგიონულ ბრენდად არ დატოვა და გლობალური ექსპანსია დაიწყო.

1932 წელს სინგაპურში მოგზაურობისას, Heineken-ის ექსპორტის მენეჯერმა, პიტერ ფეითმა, ორი შოტლანდიელი ბიზნესმენი წაახალისა, გაეფართოებინათ ლიმონათის ბიზნესი და ლუდის წარმოებაც დაეწყოთ. მალევე, Heineken-მა შოტლანდიელებთან დაიწყო პარტნიორობა და გამოვიდა მათი ფლაგმანი პროდუქტი, Tiger Beer, რომელიც აზიაში ყველაზე გაყიდვადი ლუდი გახდა.

ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო წელი 1933 წელი აღმოჩნდა: დიდი დეპრესიისა და „მშრალი კანონის“ შემდეგ, აშშ-ის ბაზარი გაიხსნა და Heineken იქ პირველი უცხოური ლუდი გახდა. ეს ქმედება ნიშნავდა, რომ Heineken ნიდერლანდების ფარგლებს მიღმა ნამდვილ გლობალურ მოთამაშედ იქცა.

შემდგომ წლებში კომპანიამ არაერთი ადგილობრივი ლუდსახარში შეიძინა და საერთაშორისო, მრავალბრენდიან გიგანტად გადაიქცა.

სპორტის მხარდამჭერი

სპორტულ ლიგებში, როგორიცაა რაგბი და ფეხბურთი, Heineken მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან არაერთხელ დაასპონსორა უეფას ჩემპიონთა ლიგა და რაგბის მსოფლიო თასი. 

გარდა ამისა, 1997 წელს Heineken ჯეიმს ბონდის 7 ფილმში იქნა გამოყენებული. 2021 წლის აგვისტოში ქალმა ავტომრბოლელებმა Heineken-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

Heineken დღეს

დღეს Heineken:

  • წარმოდგენილია 190-ზე მეტ ქვეყანაში,
  • აერთიანებს 300-ზე მეტ ბრენდს,
  • არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ლუდის მწარმოებელი მსოფლიოში,
  • ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს, მათ შორის Heineken 0.0-ს,
  • მონაწილეობს სპორტისა და მუსიკის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებში,
  • ხოლო მისი მწვანე ბოთლი და წითელი ვარსკვლავი კორპორაციულ სიმბოლოებად იქცა.

Heineken უკვე მხოლოდ ლუდი აღარ არის – ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც აერთიანებს ევროპულ ისტორიას, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და თანამედროვეობის ენერგიას. ბრენდი აგრძელებს განვითარებას, მაგრამ ერთს არასდროს ცვლის: ხარისხს, რომელიც ახალგაზრდა გერარდ ჰეინეიკენის პატარა ლუდსახარშიდან დიდი რწმენით დაიწყო და დღევანდელობამდე მოაღწია.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

5 სტრატეგია ქრონიკულ ფიქრებთან გასამკლავებლად

ყავის ახალი ტრადიცია – გიორგი აივაზიანი Coffee Lab-სა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობაზე