in

Heineken-მა ნოკიას მსგავსი ტელეფონი შექმნა!

მეგობრებთან ერთად გასართობად წასულხართ და შეგიმჩნევიათ, რომ ისინი გამუდმებით სქროლავენ? ან ტელეფონს იმდენად ჭარბად იყენებენ, რომ ვეღარც ერთობით? და თქვენც მათ შორის ხართ?! მოკლედ გეტყვით, ჰაინეკენი ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა, იმდენადაც კი, რომ HMD-სთან გაერთიანდა, უფრო გასაგები რომ იყოს, ნოკიას ტელეფონების მწარმოებელთან, შემდგომ ქუჩის მოდის ტანსაცმლის მწარმოებელი Bodega-ც შემოიერთა და The Boring Phone შექმნა.

არც აპლიკაციები აქვს და არც სოციალური მედია არხები, რეალურ აუცილებლობაზე ფოკუსირდება — ზარებსა და შეტყობინებებზე. გამჭვირვალე ქეისი აქვს ჰოლოგრაფიული სტიკერებით და ჰაინეკენის მწვანე ღილაკებით. თუმცა ყველაზე მაგარი მასში სწორედ ფუნქციების ნაკლებობაა, არც ინსტაგრამი აქვს, არც ელ.ფოსტა და არც რაიმე ისეთი ტექნოლოგია, რომლითაც ციფრული სამყაროს ამბებს შეიტყობთ.

ეს კი იმიტომ, რომ ჩვენმა ტელეფონებმა ჩვენივე სოციალური ცხოვრება არ მოგვპაროს — Heineken-ის მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ ახალგაზრდა მოზარდების 90% სოციალიზაციისას დროს სქროლვას უთმობენ და ერთ ღამეში საშუალოდ 7-ჯერ მაინც ამოწმებენ ტელეფონს. 

ამიტომ გადაწყვიტეს, 90-იანებში დაგვაბრუნონ, 2.8-ინჩიანი QVGA ეკრანით და პატარა 0.3-მეგაპიქსელიანი კამერით. ზუსტად ისეთი გამძლეა, როგორც ნოკიას ტელეფონები და ერთი კვირა ისე იმუშავებს, რომ სულ არ დაგჭირდებათ დამუხტვა — მარტო 20-საათიან სასაუბრო დროს გთავაზობთ, 4G-იც აქვს, თუმცა 2G-ს და 3G ქსელებსაც უკავშირდება.

ჩვენ ყველამ უნდა შევისვენოთ ჭკვიანი ტექნოლოგიებისგან, დავუბრუნდეთ საწყისებს… დავეხმაროთ ადამიანებს, რეალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს ლუდის დალევისას, — აცხადებს ნაბილ ნასერი, Heineken-ის ხელმძღვანელი. 

ტელეფონი Milan Design Week-ზე წარდგება, შემდგომ კი იღბლიან ადამიანებს დაასაჩუქრებენ. თუმცა თუ იდეა ძალიან მოგეწონათ და კარგი ამბავიც გვაქვს, ივნისში Boring Phone-ის აპლიკაცია ჩაეშვება და ზუსტად მსგავს გამოცდილებას შემოგვთავაზებს. 

მანქანური სწავლებით ბაქტერიის განადგურების ახალ გზებს მიაგნეს

სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრიდან ახდენილ რეალობამდე