in

Heineken-ის ლუდის გასახსნელი ბევრი მუშაობისგან გიხსნით

ნიუ-იორკს არასდროს სძინავს და ეს არც შემთხვევითია, რადგან აქ ყოველთვის მუშაობენ… ამის გამო კი Heineken-მა მათ ერთი ღამით მარკეტინგული ტრიუკი ჩაუტარა, კითხვებზე: გვიან მუშაობ?“, ისევ მუშაობ?“, ბევრს მუშაობ?, ყველა პასუხი Closer-თან იყო დაკავშირებული — ცოტა თამამი, კონცეპტუალური ლუდის გასახსნელი, რომელიც ცივი ლუდის გახსნისას თქვენს კომპიუტერს ავტომატურად თიშავს…

Heineken-ის გუნდი ქალაქში სეირნობისას ღია ოფისებს ათვალიერებდა, რათა ღამით მომუშავე ადამიანები ეპოვა და მათთვის მთავარი გზავნილები მიეწოდებინა. თანაც, სად უნდა იყოს რეკლამის განსათავსებლად იმაზე კარგი ადგილი, ვიდრე ქალაქში, სადაც არასდროს სძინავთ? 

დიახ, ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობდნენ უკვე მარტო აღარ იყვნენ და მათ გვერდით ჰეინეკენის წარწერას წაიკითხავდით: „გვიან მუშაობ? Closer-ს შეუძლია დაგეხმაროს“. მსგავსი შინაარსის მქონე წარწერა, ოღონდ განსხვავებული ვარიაციებით ნიუ-იორკის სხვა შენობებზეც გამოჩნდა. ეს კი საკმაოდ მარტივად მოახერხეს. ჰეინეკენის გუნდის წევრები ამ შენობების მოპირდაპირე მხარეს იყვნენ და სასურველ ადგილებზე პროექტორი ჰქონდათ მიმართული.

კონკრეტული რეკლამა კი Heineken-ის პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს, რომ ლუდს შეუძლია გვიან მუშაობისგან გიხსნათ. ხოლო Closer-ის გამოყენება კომპიუტერის ავტომატურად გათიშვას ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტულ წარწერებს ქუჩაში მოსეირნე ადამიანებიც ხედავდნენ, რაც, ბუნებრივია, კომპანიის მიზანი იყო, რათა ყველას გაეგო ოფისის სტრესის შესახებ და Heineken-თან ერთად შესვენების სურვილიც გასჩენოდა.

Rosetta Stone-ის რეკლამა ახალი სიტყვების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

Coca-Cola მეტავერსში ერთი წლის აღსანიშნავად NFT-ს უშვებს