თითქოს ფესტივალების განუყოფელ ნაწილად იქცა ლუდის ქილებით დაბინძურებული გარემო, ამიტომ ჰაინეკენმა გადაწყვიტა ეს მეტად საინტერესო გზით შეცვალოს, ისე, რომ ესპანელ მომხმარებლებს ჯილდოების მოგების საშუალებაც მისცეს, იქნება ეს მუსიკალური ფესტივალების ბილეთები თუ UEFA Champions League-ის…ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ჰაინეკენმა ესპანეთში ვებ აპლიკაცია გამოუშვა, რათა დარწმუნდეს, რომ მათი ბოთლები და ქილები სწორ ურნებში ხვდება. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაფინანსებული ფესტივალები თუ სხვა ღონისძიებები, გარემოსთვის დამატებითი ზიანის მიყენებად აღარ უნდა ითარგმნებოდეს.
TrashAndWin.com-ის იდეა გასული წლის ესპანურ კამპანიას ეფუძნება, როცა ჰაინეკენმა მომხმარებლებს Trash Lottery შესთავაზა — ჭკვიანი ნაგვის ურნები, რომლებიც ფესტივალებზე იყო განთავსებული, ნაგავს ლატარეის ბილეთად მიიჩნევდა და ფესტივალის სტუმრებს ჯილდოების მოგების შანსს აძლევდა. TrashAndWin.com-ის შემთხვევაში კი ინდივიდებმა ნაგავი სწორ გადამამუშავებელ ურნაში უნდა მოათავსონ, AR ფილტრი კი მაშინვე გაანალიზებს ქმედებას და გამოაცხადებს მოიგო თუ არა რაიმე.
„ქალაქების დასუფთავებაში თავიანთი წვლილის შეტანით, მონაწილეები არამხოლოდ იგებენ პრიზებს, არამედ რწმუნდებიან იმაში, რომ კარგ დროს პასუხისმგებლიანად ატარებენ, ამავდროულად, კიდევ უფრო კარგი დროის გასატარებლად ბილეთების მოგებასაც ცდილობენ. თავიანთი წვლილით მონაწილეები მხოლოდ ამ ამბის გამოცდილებას კი არ აძლიერებენ, არამედ ჰაინეკენის ვალდებულების ნაწილი ხდებიან, რომ შექმნან დასამახსოვრებელი მომენტები პასუხისმგებლიანად“, — აცხადებს ლუჩია ლოპერ-რუა პარამო, Heineken Spain-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მეტიც, მომავალში TrashAndWin.com-ის ჩაშვებას უფრო მეტ ქვეყანაში აპირებენ. კამპანიაზე კი LePub-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.