სანამ მესამე ტალღის აჩრდილი შთანთქავს ჩვენი თავისუფლების იმ პატარა მარცვალს, რაც ე.წ. კომენდანტის საათსა და საყოველთაო ჩაკეტვას შორის, სულ მცირე სივრცეში ეტევა, Heineken გვამშვიდებს, რომ კიდევ შევხვდებით. არ ვიცით როდის ან როგორ, მაგრამ მოვა დრო და კაფეების მტვრით დაფარულ ცარიელ მაგიდებს დღის შუქი და სტუმრების სიმრავლე გაახალისებს, საგულდაგულოდ გამოწყობა კი, მხოლოდ ნარჩენების გადაყრისას შეძენილი რიტუალი აღარ იქნება და სადღაც გონებაში, შორეულ მოგონებად ქცეული „ღამის ცხოვრებაც“ შეიძენს ახალ სიცოცხლეს. ნახეთ Heineken-ის გენიალური რეკლამა, სიმღერა We’ll Meet Again-ის ფონზე.
კიდევ შევხვდებით! – Heineken-ის რეკლამა
სანამ მესამე ტალღა გადაგვივლის, შეგახსენებთ, რომ კიდევ შევხვდებით…
