Deadpool & Wolverine-ის პრემიერა ახლოვდება, თუმცა მანამდე Heineken Silver და Marvel საშუალებას გვაძლევენ, კვლავ ვადევნოთ თვალი რაიან რეინოლდსსა და ჰიუ ჯეკმანს. კომიქსების პერსონაჟების ერთმანეთს ტყეში ხვდებიან. დედპული ხეს მიენარცხება, ვულვერინი კი დაწყებული საქმის დამთავრებას ლამობს, თუმცა უცბად ხელებში ძალას კარგავს. ძალიანაც რომ არ დაგასპოილეროთ, თავად ნახეთ:
World-Class Light Beer for World-Class Bubs-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტოებმა BBH USA-მ, LePub-მა და Reynolds’ Maximum Effort-მა იმუშავა. ასე ცადეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდისთვის მხიარული რეკლამა შეექმნათ და ამასთან მარველის ფილმის ირგვლივაც გამოეწვიათ აჟიოტაჟი, რომლის პრემიერაც ზაფხულში შედგება.