in ,

ფეხბურთის ფანებისთვის მიძღვნილი რეკლამა Heineken-ისგან, რომელმაც Clio Sports Awards-ზე გაიმარჯვა

Heineken-ი ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური რეკლამებით, განსაკუთრებით, როდესაც ფეხბურთზეა საუბარი. ნახეთ ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ფეხბურთის მოყვარული მეგობრების ტრადიციაზე მოგვითხრობს.

 

 

წლების მანძილზე, 4 მეგობარი ფეხბურთის მატჩებს ერთად ადევნებდა თვალყურს და Heineken-ის ლუდს მიირთმევდა. ერთ დღესაც მეგობრებმა გადაწყვიტეს, მათ შორის ფეხბურთის ყველაზე ემოციური ქომაგის, სიმონესთვის სიურპრიზის მოწყობა. Heineken-თან  ერთად წინასწარ ყველაფერი დაგეგმეს, ხოლო სიმონეს რომასა და რეალ მადრიდის VIP ბილეთი გადასცეს. რა თქმა უნდა, სიმონე შეწუხდა, რომ თავის მეგობრებთან ერთად ვერ მიდიოდა, მაგრამ უარი მაინც არ თქვა.

თამაშის დაწყების წინ, მეგობრები ურეკავდნენ სიმონეს და სახლში, თამაშის საყურებლად ეპატიჟებოდნენ. ბოლოს სიმონემ ტელეფონსაც არ უპასუხა და კომფორტულად მოკალთდა თავის VIP ადგილზე. მალევე სტადიონის კამერებმა ის დააფიქსირეს და ეკრანზე აჩვენეს. ნახეთ რითი დამთავრდა ეს ამბავი. საბედნიეროდ, Heineken-ს ყოველთვის მხიარული Happy End-ები აქვს. მთავარი არის ის, რომ მეგობრებმა არ უნდა უღალატონ ძველ ტრადიციებს.

რეკლამაზე სააგენტო Publicis Italy-მ იმუშავა. ვიდეორგოლმა 2016 წლის Clio Sports Awards-ზე გაიმარჯვა.  Heineken-ის The Dilemma-მ პარტნიორობის, სპონსორობისა და მხარდაჭერის კატეგორიაში ჯილდო მიიღო.

ლამბერსექსუალობის ნათელი მხარე – პოსტერები Warlord Beard Oil-სგან

Call for entries of Ad Black Sea 2016 international advertising festival in Batumi now open