in

Heineken-ის ბოტასში ლუდი და სახსნელია მოთავსებული

დიახ, Heineken-მა თანამშრომლობა ცნობილ ფეხსაცმლის დიზაინერ დომინიკ ციამბრონთან დაიწყო, რათა ფეხსაცმლის ხაზი Heinekicks წარმოედგინა. 

შეზღუდული რაოდენობის სპორტულ ფეხსაცმელს ძირზე სპეციალიზებული ქირურგიული ინიექციის გამოყენებით Heineken Silver-ის ლუდი შეუყვანეს. Le Pub-ისა და BBH-ის დახმარებით შეიქმნა და თითოეულ წყვილს პრიალა მწვანე ზედაპირი აქვს, თანაც, ვერტიკალური ვერცხლისფერი და წითელი დეტალებით. ფეხსაცმლის ე.წ. ენაში კი ლუდის სახსნელია ჩამაგრებული, რათა მისმა მფლობელებმა ახალი სასმლის გახსნა მარტივად მოახერხონ. 

ჰაინეკენთან პარტნიორობა მათი ახალი ლუდისთვის ნამდვილად სახალისო გამოწვევა იყო. ჩვენ ორივე დაინტერესებული ვართ ინოვაციებითა და საზღვრების გადალახვით, ეს დიზაინი კი სწორედ ამას ასახავს. ფეხსაცმელი არა მხოლოდ წარმოადგენს Heineken Silver-ის ენერგიას, არამედ მას ატარებს კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ ადრე შექმნილი ბოტასებიდან რომელიმე ლუდს შეიცავდა, — აცხადებს დომინიკ ციამბრონი.

საინტერესოა ისიც, რომ Heinekicks-ს ლუდის კომპანიის ინოვაციისკენ სწრაფვის მაგალითადაც მიიჩნევენ. 

ფეხსაცმლის ქირურგის ხედვა ლუდზე სიარულზე უბრალოდ Heineken Silver-ის გამოცდილებით ტკბობის ახალ გზას არ წარმოადგენს, ის აგზავნის მესიჯს, რომ ღია გონება ცხოვრების შესაძლებლობების განსაზღვრის გასაღებია. ვიმედოვნებთ, რომ Heinekicks-ის მომხმარებლებს ახალი პერსპექტივების გაცნობასა და ახალი კავშირების გაჩენას შთააგონებს, — ამბობს ჯერალდ იეო, Asia Pacific Breweries Singapore-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

Carrot.ge და CityPay.io ტექნიკის ონლაინ, კრიპტოთი შეძენას სთავაზობენ მომხმარებლებს

Nissan-ის 60 წელი – 30 წამში!