24
Apr
2017

გემრიელი ლუდის თანხლებით განხილული შეხედულებები – Heineken–ს ძალიან კარგი ექსპერიმენტი

24 Apr 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ორი ადამიანი, რადიკალურად განსახვავებული შეხედულებები და ორი ბოთლი ლუდი… შესაძლებელია, ამ ყველაფრის ფონზე, დავამტკიცოთ, რომ ადამიანებს გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს?! სწორედ ამის გაგება სურდა Heineken–ს, რომელმაც სააგენტო Publicis London–ის დახმარებით, უჩვეულო ექსპერიმენტი Worlds Apart ჩაატარა. მონაწილეებს, რომლებიც ექსპერიმენტში ჩაერთნენ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა მოულოდნელობებს წააწყდებოდნენ. ორგანიზატორებმა, პირველ რიგში, ვიდეოზე ჩაწერეს მონაწილეთა შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე, გლობალურ დათბობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, აზრები მნიშვნელოვნად გაიყო. შემდეგ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები დააწყვილეს და ძალიან საინტერესო დავალებები მისცეს, რომლებსაც თავს ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ გაართმევდნენ. ექსპერიმენტის მიზანი, ამ დავალებების დროს დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა იყო, რაც ზუსტად ისე გამართლდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. კულმინაციური მომენტი კი ზუსტად მაშინ დადგა, როდესაც ყველაფერი დალაგდა და მონაწილეებმა ერთმანეთის ის ჩანაწერები ნახეს, სადაც საკუთარ აზრებს აფიქსირებდნენ. არჩევანი იყო ასეთი: ექსპერიმენტის დატოვება, ან გემრიელი ლუდის თანხლებით მათ მოსაზრებებზე მშვიდად საუბარი.

 

განხილვა