16
Nov
2016

ერთი ყუთი ლუდი საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ – Heineken-ის საახალწლო ვიდეო

16 Nov 2016

Elit Electronics


საჩუქრების გაცვლა ახალი წლის ერთ–ერთი საუკეთესო ტრადიციაა, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ოჯახის წევრებს შორის სიყვარულსა და თბილ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, თუ რა საჩუქარს გაჩუქებენ ახალ წელს, მაინც კმაყოფილი ხარ იმიტომ, რომ იცი, როგორი გულით არის მორთმეული. არაჩვეულებრივ საოჯახო ტრადიციაზე Heineken–მა 30 წამიანი სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც მსახიობი ბენისიო დელ ტორო მონაწილეობს.

ახალი წლის დილა, როგორც წესი ლამაზად შეფუთული საჩუქრების გახსნით იწყება ხოლმე. ბენისიოს შემთხვევაში, საჩუქრებს შორის ისეთი ნივთები აღმოჩნდა, როგორიცაა ნაქსოვი თბილი სვიტერი, მიქსერი და სხვა… მაგრამ ახალი წლის ხიბლი ისიცაა, რომ ნაძვის ხის ქვეშ საკუთარი თავისთვის შეძენილი საჩუქარიც შეგიძლია განათავსო. მაგალითად, დელ ტორომ ერთი ყუთი Heineken–ის ლუდი გაიმზადა და სადღესასწაულოდაც არაჩვეულებრივი განწყობა შეიქმნა.

 

Heineken–ისთვის ოჯახური ტრადიციები საკმაოდ მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, რადგან თავად ბრენდიც გამოირჩევა თავისი ოჯახური გარემოთი, ჯერ კიდევ 1873 წლიდან.

განხილვა