in ,

Heineken-ის მეტისმეტად მაცდური სიურპრიზი და გაწბილებული მამაკაცები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით, Heineken-მა აქცია მოაწყო, სახელწოდებით “კლიშე”, სადაც მამაკაცებს შეყვარებულების გარეშე დასვენება შესთავაზა. ეს იმ პოსტთაგანია, რომელზეც იტყვიან ხოლმე “ის, რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ”… საქმე ისაა, რომ ერთ–ერთ რესტორანში შესულ წვილებს მენიუში სიურპრიზი ხვდებოდათ, კერძოდ, ბარათი, რომლის დანახვაზეც გახარებული მამაკაცები ღიმილს ვერ იკავებდნენ. Heineken-ი მათ სპა სალონის სასაჩუქრე ბარათს ჩუქნიდა მეორე ნახევრებისთვის და ამით სრულიად ათავისუფლებდა მატჩის ყურების დროს მათი გაუთავებელი პრეტენზიებისა და საყვედურებისგან.

 

 

მაშ ასე, ქალები სპა სალონში, კაცები ფეხბურთზე!? მატჩის საყურებლად დიდ მონიტორთან მოკალათებულ მაკმაკაცებს პირდაპირ ეთერში ხალათში გამოწყობილი შეყვარებულები ჩაერთენ და მადლობას უხდიდნენ არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის. სულ მალე, გოგონებმა ხალათები გაიხადეს და უკანა ფონზე მილანის სტადიონი გამოჩნდა. Heineken-მა მამაკაცები მოხერხებულად გააცურა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაწირა. თითოეულ მათგანს სკამის ქვეშ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ბილეთები დაახვედრა.

ტუალეტი გამჭვირვალე კედლებით – აქცია პირადი ინფორმაციის უკანონო კონტროლის წინააღმდეგ

დარჩი მშიერი, დარჩი სულელი – სტივ ჯობსის სამი ისტორია!