in ,

Heineken-ის სრული აურზაური ქალაქის მიყრუებულ უბნებში – კამპანია #shapeyourcity

ქალაქის ყველაზე მოუვლელი, დანგრეული და ცარიელი უბანიც კი შეიძლება იქცეს არაჩვეულებრივ გასართობ ლამაზ ადგილად, თუ ამას ვინმე კარგად მოინდომებს. სწორედ ეს “ვინმე” აღმოჩნდა Heineken–ი. კომპანია, რომელიც 192 ქვეყანას ამარაგებს თავისი არაჩვეულებრივი ლუდით, ვიზუალურ მხარეზეც ზრუნავს და ამიტომაც წამოიწყო კამპანია #shapeyourcity.

კამპანია უკვე რამდენიმე ქალაქში განხორციელდა, მაგალითად: ნიუ–იორკში სავარჯიშო ღერძების საშინელი  ხმაურისგან არაჩვეულებრივი ხმები შექმნეს, სან–ფრანცისკოში ხელოვნება ააკაშკაშეს, ახლა კი ჯერი სხვა ქალაქებზეა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=19&v=yK4Grrvt0Tk

 

სპეციალურად კამპანიისთვის ვიდეორგოლიც გადაიღეს. მოქმედება ერთ მიყრუებულ უბანში ხდება, სამი ახალგაზრდა ბიჭი ლუდს ყიდულობს, მაღაზიიდან გამოდის, გარშემო იყურება და ხვდება, რომ კარგი დასალევი სიტუაცია არსად არის. ამიტომ, ისინი გადაწყვეტენ ამას თავად მიხედონ და გარემო თავად შექმნან. მთავარია შთამაგონებელი იდეა, დანარჩენი უკვე თავისით მოდის. სულ ცოტა ხანში, მათ გარშემო ისეთი აურზაური და ჟრიამული იწყება, რომ ხალხი სხვა ქუჩებიდან იწყებს მოსვლას და გართობას.

 

https://www.youtube.com/watch?v=bDaN7t6G-hg

 

შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს, როდესაც საქმე საკუთარ ქალაქზე ზრუნვას ეხება, საჭიროა მხოლოდ მონდომება. საინტერესოა, როგორი იქნებოდა #shapeyourcity–ის კამპანია ჩვენს ქვეყანაში?!

ღიმილად ქცეული ცრემლები – მზრუნველი კამპანია Hansaplast–ისგან

არაჩვეულებრივი სკოლის ფორმა ბავშვებისთვის Marks & Spencer–ისგან